png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ

  • პოლიტიკა
  • 24.06.2016
  • 11:06
ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ

ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ბრიტანელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს.

“თავისუფლების გამარჯვებაა. დადგა დრო მსგავსი რეფრენდუმი საფრანგეთსა და ევროკავშირის სხა ქვეყნებში ჩატარდეს, რასაც მე მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდი”, - წერს მარინ ლე პენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”. როგორც ცნობილია, საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

დიდ ბრიტანეთს რეფერენდუმის შედეგებს ულოცავს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენეების ლიდერი გირტ ვაილდერსი. ის ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფრენდუმის დანიშვნისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ გვსურს თავად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საკუთარი ფულის, ჩვენი საკუთარი საზღვრების ბედი და საიმიგრაციო პოლიტიკა”, - განაცხადა გირტ ვაილდერსმა.

გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატი, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი ბეატრიქს ვონ სტორხი დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს მიესალმება.

“23 ივნისი ისტორიული დღეა. ეს არის დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის დღე. ხალხს ჰკითხეს და ხალხმა გადაწყვიტა. ევროკავშირი როგორც პოლიტიკური გაერთიანება დამარცხდა”,-  ამბობს ბეატრიქს ვონ სტორხი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge