png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარმოადგინა

  • საზოგადოება
  • 24.06.2016
  • 14:24
სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარმოადგინა

24 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობაა ასახული.

ღონისძიება გაიმართა წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან და წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმის (OPCAT) ძალაში შესვლის 10 წლისთავთან დაკავშირებით.

გასულ წელს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 54 ვიზიტი განახორციელა 15 პენიტენციურ დაწესებულებაში; რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებში 7 ვიზიტი განახორციელა და 200 ბავშვი მოინახულა; მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში 10 ვიზიტი განახორციელა და 69 ბავშვი მოინახულა. ამასთან, ხანდაზმულთა პანსიონატებში განხორციელდა 7 ვიზიტი და მოინახულეს 150 ბენეფიციარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში 18 პირი მოინახულეს. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული მიგრანტების დაბრუნების 2 პროცესს დააკვირდა. მონიტორინგი განხორციელდა 31 დროებითი მოთავსების იზოლატორში და 59 პოლიციის სამმართველოში და მოინახულეს 54 დაკავებული. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვიზიტისას მოინახულეს 25 პატიმარი. სამხედრო ნაწილში მოინახულეს 35 ჯარისკაცი. 12 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული 18 ვიზიტის დროს მოინახულეს 661 პაციენტი. ასევე, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელა პროექტი „საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონტორინგის გაძლიერების ხელშეწყობა“.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული არასათანადო მოპყრობისაგან მიგრანტთა დაცვაზე, დეპორტირებულ პირთა დაბრუნების ოპერაციის მონიტორინგსა და თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომლის შესახებაც საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ საუბრობდა თავის რეკომენდაციებში; ასევე, პატიმართა შორის ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობის ფაქტებს; უსაფრთხოებასთან, პერსონალის გადამზადებასთან, არასათანადო ფიზიკურ გარემოსთან, სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობასთან, დისციპლინურ სახდელებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა პრეზენტაციაზე უარყოფითად შეაფასა შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის მხრივ სიტუაცია გაუარესებულია, რაც გამოიხატება დაკავების დროს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში, პროცედურული უფლებების უგულებელყოფაში, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულფასოვნად წარმოებასა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არაეფექტიან გამოძიებაში.

აღინიშნა, რომ არასაკმარისი ფინანსური სახსრები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა და პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე. გარდა ამისა, საგანგაშოა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო და პაციენტებზე ძალადობის სხვადასხვა ფორმები.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა ცალკე გამოყო ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულთა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სოციალურ ღონისძიებებში ჩართვა, რათა არ მოხდეს მათი იზოლაცია საზოგადოებისაგან.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში ასევე დეტალურად აღწერს თუ რა ღონისძიებები გატარდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, სამუშაო მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge