png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

723 მლნ დოლარის საინვესტიციო ღირებულების “ცხენისწყლის ჰესების კასკადის” პროექტის განხორციელება დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 12.10.2015
  • 12:20
723 მლნ დოლარის საინვესტიციო ღირებულების “ცხენისწყლის ჰესების კასკადის”  პროექტის განხორციელება დაიწყო

„ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ამავე დღეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ენერგეტიკის სფეროში წამყვან ისლანდიურ კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power ხელი მოაწერა საკონსულტაციო ხელშეკრულებას, რომელიც ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და ზოგადი დიზაინის მომზადებას ითვალისწინებს.

„ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. წინასწარი კვლევის მიხედვით, კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“, „მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. მისი საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 1,743.7 მლნ კვტ.სთ. წარმოებული ელექტროენერგია არამარტო შიდა ბაზარს მოხმარდება, არამედ მისი დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ეტაპზე, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პარალელურად, განხორციელდება პროექტის დეტალური კველვა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. წინასწარი გათვლებით აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება.

ამჟამად პროექტში ინვესტიციას სრულად ახორციელებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორის მოზიდვის მიზნით.

ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით: „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. დღეს საფუძველი ეყრება „ხუდონჰესის“ შემდეგ ყველაზე მძლავრი პროექტის, „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ განხორციელებას, რომელიც 1.7 მილიარდ კვტ.სთ-ით გაზრდის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებას.“

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: „მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ფონდისთვის ამ ეტაპზე არამარტო ენერგეტიკის, არამედ ყველა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტია. წინასწარი გათვლებით იგი $723 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორცილებას და დამატებით 347.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ყველაზე მძლავრია „ენგურჰესის“ და „ხუდონჰესის“ პროექტის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კასკადის საშუალო წლიური გამომუშავების დაგეგმილი მაჩვენებელი (1743.7 მლნ კვტ.სთ) საქართველოს ამჟამინდელი ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 17%-ზე მეტს შეადგენს.

პროექტი ძალიან საინტერესო და კომპლექსურია ტექნიკური და სამშენებლო თვალსაზრისითაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ ენერგეტიკის სამინისტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე დამატებით ხელი მოვაწერეთ საკონსულტაციო ხელშეკრულებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალი დონის ევროპულ საინჟინრო კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power, რომლებიც განახორციელებენ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას. სწორედ მათი ჩართულობით „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ კომპლექსური პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება.

აღსანიშნავია, რომ „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებით საგრძნობლად გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც. კასკადის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე განვითარდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება სოციალური პროგრამები, დასაქმდება ათასობით ადამიანი და ყოველწლიურად ცენტრალურ და რეგიონალურ ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახლა არსებულ მდგომარეობას.“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge