png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პარლამენტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

  • პოლიტიკა
  • 27.06.2016
  • 13:10
პარლამენტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, შსს-ს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებისა და მაშველებისთვის წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატების დაწესებას, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიების პოლიციელებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა სამსახურის გავლისა და სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე მოსმენით მიიღეს.

ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა, მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობებად დაყოფა, რაც სახელმწიფო რესურსების სწორად გამოყენებას ხელს შეუწყობს.

კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებსა და მაშველებს:

2016 წლის 1 სექტემბრიდან „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესაბამისი სპეციალური წოდება მიენიჭებათ; ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო; განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები; სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის შესაძლებლობა; მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება; ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.

აგრეთვე, მნიშვნელოვანი სიახლეა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის და მაშველის ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის დაწესება.

მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი - 500 ლარი გადაცემათ.

 კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება, სამსახურიდან დათხოვნა და სხვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge