png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მრჩეველი წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 12.10.2015
  • 13:23
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მრჩეველი წარადგინა

 

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ფიქრია ჩიხრაძე წარადგინა.

„ფიქრია ჩიხრაძე ადმინისტარციაში  ძალიან მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს  და მონაწილეობას მიიღებს იმ პროცესებში, რომელშიც ჩართულია პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია.

ბუნებრივია, ჩვენ თანამშრომლობა ვთხოვეთ ფიქრია ჩიხრაძეს, გამომდინარე მისი შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან. ქალბატონი ფიქრია მე სტუდენტობიდან მახსოვს, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩაბმულები ვიყავით პოლიტიკაში და ასევე, შემდგომაც.

ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია ჩიხრაძე იმუშავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ერთად დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას, რადგან ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ გვაქვს იმის ერთნაირი ხედვა, რაც უნდა გაკეთდეს დღეს ქვეყანაში, ერთნაირად ვხედავთ იმ პროცესებს, რაც უნდა განხორციელდეს. მაგრამ, ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენს გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი“,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ახალი მრჩევლის წადგენისას.

თავის მხრის, ფიქრია ჩიხრაძემ ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის.

„მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ის ყველაფერი რისთვისაც ჩვენ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, ძალიან ახალგაზრდები დ სავსე ვიყავით იდეალებით, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

გავიდა 30 წელი; დღეს ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ძლიან ბევრი დრო დავკარგეთ ამ გაზაზე.

ჩემი გადაწყვეტილება, მიმეღო პრეზიდენტის შემოთავაზება, განაპირობა ასევე იმან, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი, რომელიც  დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს.

ვფიქრობ, ეს ნაბიჯები არის წარმატებული და მომავალშიც უფრო წარმატებული იქნება, სწორედ იმისათვის, რომ შევქმნათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლო შტოები იქნება მართლაც ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო იმისათვის, რომ არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ დაემუქროს მას ამ კუთხით; ასევე, არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც  დამყარებულნი იქნებიან მსოფლმხედველობაზე, ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე.

ბუნებრივია, მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია ამ გუნდთან ერთად მუშაობა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge