png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

  • კულტურა
  • 28.06.2016
  • 18:12
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილტაცია ხორციელდება.

29 ივნისს, 11:30 საათზე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე საგამოფენო დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებენ. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე დაესწრებიან.

სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციისთვის, 2015-2016  წლებში კულტურის სამინისტრომ 470 000 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხიდან განხორციელდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზის კონსტრუქციულ-გამაგრებითი, ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები; ასევე, 2015 წელს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, (33 839 ლარი) როსტომისეულ სასახლეში განხორციელდა აკაკის დედისეული ფლიგელის აღდგენა; 15 000 ლარი გამოიყო როსტომისეული სასახლისა და კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისთვის.

საგამოფენო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, დაიწყება ექსპოზიციის მოწყობა, რომელსაც  საქართველოს  ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები განახორციელებენ.

2016 წლის ზაფხულის ბოლოს, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,  გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსისა და ლიფტის გაკეთება, ასევე ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელება (54 000 ლარი).  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge