png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური დღეიდან სოფელ წეროვანში ამოქმედდა

  • საზოგადოება
  • 12.10.2015
  • 13:38
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ტერიტორიული სამსახური დღეიდან სოფელ წეროვანში ამოქმედდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ტერიტორიული სამსახური, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით, დღეიდან სოფელ წეროვანში, დევნილთა კომპაქტურად დასახლების ადგილზე ამოქმედდა. დევნილ მოსახლეობას, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს უკლებლივ ყველა სერვისის მიღება ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. წეროვანში ტერიტორიული სამსახური დროებით, დევნილი მოსახლეობის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე იქნება განთავსებული.

სოფელ წეროვანში ტერიტორიული სამსახურის გადატანის მთავარ მიზანს, წეროვანში დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე სერვისების მიწოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ტერიტორიული სამსახური წეროვანში ქალაქ მცხეთიდან გადავიდა, სადაც იგი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ იყო განთავსებული და მოსახლეობას საჭირო დოკუმენტის მისაღებად წეროვანიდან მცხეთაში უწევდა გამგზავრება.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით და გამგეობის ხელშეწყობით შევძელით ჩვენი ტერიტორიული სამსახური წეროვანში, დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე განგვეთავსებინა. დღეიდან, მოსახლეობას აღარ მოუწევს ამა თუ იმ დოკუმენტის ასაღებად მცხეთაში გამგზავრება, რაც მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მოსახლეობას, მცხეთაში ჩასვლელად ზოგჯერ ორი ტრანსპორტის გამოცვლაც კი უხდებოდა, ახლა კი შესაძლებლობა ექნებათ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმეტიადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისთვის გაგვემარტივებინა სერვისების მიღების პროცესი ვიდრე ისინი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდებიან,“- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

ახლადგახსნილი ტერიტორიული სამსახური წეროვანში, კომპაქტური დასახლების ადგილის ცენტრში მდებარეობს, აქვეა განთვსებული ლიბერთი ბანკის ფილიალიც, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს ერთ პუნქტში მიიღოს მომსახურება და გადაიხადოს მომსახურების ღირებულება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge