png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას შეხვდა

  • თავდაცვა
  • 01.07.2016
  • 10:22
თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას შეხვდა

იტალიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის შეხვდა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბარაკინის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, კერძოდ კი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტში იტალიის ჩართულობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი იყო. იტალიის თავდაცვის მინისტრი 2017 წელს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხითაც დაინტერესდა. მხარეებმა რუსეთის ქმედებებსა და რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილეს ყურადღება.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იტალიის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში. ყველა სახის თანამშრომლობიდან თუ ტრენინგებიდან ჩვენ ყოველთვის დადებით შეფასებას ვიღებთ საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთის მისიაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი შთამბეჭდავი წვლილისთვის“, - განაცხადა რობერტა პინოტიმ.

„ყოველთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია, როდესაც ქალ თავდაცვის მინისტრებს ვხვდები. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც. იტალიასა და საქართველოს ორმხრივ ფორმატში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. იმედი მაქვს, ვარშავის სამიტის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე იტალიის სასწავლო ცენტრთან. ძალიან ოპტიმისტური განწყობით მივდივართ სამიტზე და მჯერა, რომ ნატო, როგორც ინსტიტუცია და საქართველო-ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და სამიტის შემდეგ გვექნება კიდევ უფრო უსაფრთხო მსოფლიო“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბენედეტო დელა ვედოვას. დაგეგმილია შეხვედრა იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან როზა ვილეკო კალიპარისთან, ასევე, სტუმრობა იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge