png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელის შეხვედრა იტალიელ ექსპერტებთან

  • თავდაცვა
  • 02.07.2016
  • 14:59
თინათინ ხიდაშელის შეხვედრა იტალიელ ექსპერტებთან

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სტუმრობით დაიწყო. იტალიელ ექსპერტებთან და მკველვარებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღინიშნა რუსეთის ფაქტორები თუ გზავნილები და მათი გავლენა დღევანდელ მსოფლიოზე.

„ნებისმიერი ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებიდან მონაწილენი არიან. ვესაუბრებით ექსპერტებს, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ, ამზადებენ მოსაზრებებს, საკუთარ ხედვებს და აცნობენ გადაწყვეტილების მიმღებებს. გვქონდა ფანტასტური შესაძლებლობა იტალიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციაში შევხვედროდით ექსპერტებს. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროს აქვს, რუსეთის გზავნილებზე, მოლოდინებზე. ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეებზე, საქართველოს როლზე,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.

საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი გრეკომ თავდაცვის მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „ვფიქრობ, მინისტრ ხიდაშელთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მან იტალიის საზოგადოებას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. მსგავსი სახის შეხვედრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე დიდი მნიშვნელობა აქვს. 
სამიტზე კვლავ დადასტურდება ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრინების პერსპექტივაა და ასევე აღიარება, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა რეფორმირების თვალსაზრისით. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური საკითხი განვიხილეთ, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხვდება“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge