png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირაკლი ალასანია: არ მაქვს საფუძველი, რომ GFK-ს კვლევებს ვენდო ან უნდობლობა გამოვუცხადო

  • პოლიტიკა
  • 04.07.2016
  • 14:39
ირაკლი ალასანია: არ მაქვს საფუძველი, რომ GFK-ს კვლევებს ვენდო ან უნდობლობა გამოვუცხადო

არ მაქვს საფუძველი, რომ GFK-ს კვლევებს ვენდო ან უნდობლობა გამოვუცხადო, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, GFK-ს კვლევისთვის საველე სამუშაოები ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიამ ჩაატარა.

„ეს კვლევები ჩემში დიდ სანდოობას არ იწვევს. მე არა მაქვს საფუძველი ამ კვლევებს  ვენდო ან უნდობლობა გამოვუცხადო. ჩემთვის მთავარია, რომ საზოგადოებას ახსოვდეს - მთავარი განმსაზღვრელი არის ის აზრი, რომელიც დაფიქსირდება არჩევნების დღეს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერმა 2010 წელს ჩატარებული კვლევების შესახებაც ისაუბრა.

„მინდა, გავიხსენო, რომ 2010 წელს სწორედ კვლევებმა, არჩევნებამდე 4 თვით ადრე 7% დაგვიწერა და სამჯერ მეტი ავიღეთ. კვლევები არ უნდა ტარდებოდეს იმიტომ, რომ შემდეგ მოლოდინი გავაჩინოთ. ყველა აკეთებს კვლევას, მერე ივანიშვილ-ბიგვავამ გამოაცხადეს კვლევები. ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამ კვლევებშიც ძირითადი ტენდენციები იყო სწორი - მოსახლეობის უმეტესობას არ უნდა, გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, მაგრამ არ უნდათ დაბრუნება „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ სასტიკ ძალადობრივ რეჟიმში. ამიტომ „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს ყველაზე მაღალი შანსი, ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ჩვენსკენ გადმოვხაროთ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge