png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კვირიკაშვილი: განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა“, რომელსაც USAID-ი დააფინანსებს

  • პოლიტიკა
  • 07.07.2016
  • 10:24
კვირიკაშვილი: განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა“, რომელსაც USAID-ი დააფინანსებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა  და ვიზიტს  წარმატებული უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯონ კერის ვიზიტს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჯონ კერის  ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია რომ იგი შედგა ნატო–ს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური  ინტეგრაციის მხარდაჭერის. ვიზიტის შედეგები არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმები. ხელი მოეწერა მემორანდუმს  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ქმნის პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის ასევე მემორანდუმი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც  ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას. მათ  ექნებათ საშუალება აშშ–ში მიიღონ განათლება. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა“, რომელსაც USAID-ი დააფინანსებს. იგი ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზთან გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში  2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას!“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge