#გააზიარეწარმატება - სოციალური ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 10:22 | 11.07.2016 ნანახია: 1863
#გააზიარეწარმატება - ამ ჰეშთეგით სოციალური ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს, ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ „ბიზნესდაჯილდოება 2016-ში“, რომელსაც თიბისი ბანკი ჯეოსელთან ერთად წარმოგიდგენთ. ვებგვერდზე http://businessaward.ge კონკურსანტების რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება, კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბიზსნესდაჯილდოებაში და დარეგისტრირდნენ კონკურსანტებად შემდეგ ნომინაციებში:
- წლის ტურისტული ბიზნესი;
- წლის აგრობიზნესი;
- წლის ქართული პროდუქტი;
- წლის ინოვაციური ბიზნესი;
- წლის მცირე ბიზნესი;
- ხალხის რჩეული
„სნეპ ფიტნეს ჯორჯია“ არის ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც აქვს ჯანსაღი საქმის კეთების ამბიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ გვინდა, რომ ეს მუხტი სხვებსაც გადავცეთ. ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით კონკურსზე და მოვუწოდებთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ბიზნესდაჯილდოება 2016-ში. ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლობლობა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ. ყველამ უნდა გავაზიაროთ წარმატება, იმისათვის, რომ უფრო ბევრი ბიზნესი გაჩნდეს ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენცია კარგია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის, ‘’- ამბობს ცნობილი კალათბურთელი და „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია.
დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ უკვე დაიწყო მუშაობა პრიზზე, რომელიც გამარჯვებულ კომპანიებს ნოემბერში დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცემათ.
„ჯილდოს კონცეფცია ეფუძნება უსაზღვრო შესაძლებლობებს, 360 გრადუსი, წრე - ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლო. ვფიქრობ, რომ წარმატების გაზიარება არის ცივილიზაციის და განვითარების ერთერთი მთავარი პირობა და რაც, მთავარია წარმატება არის გადამდები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ მოყვეს თავისი ისტორია,“ - ამბობს დიზაინერი ზვიად ციკოლია.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ -ში გამარჯვებულებს გამოავლენს ეკონომიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს კვალიფიციური ექსპერტებისგან შემდგარი კომისია. ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გაირკვევა და მათ მარკეტინგულ მხარდაჭერას თიბისი ბანკი და ჯეოსელი უზრუნველყოფენ.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ ყველაზე მასშტაბური დაჯილდოებაა, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; მეორეს მხრივ კი სხვებს მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები, გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















