ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა "ათინათმა" გრანპრი მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 11:15 | 26.11.2024 ნანახია: 23360
ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა "ათინათმა" გრანპრი მოიპოვა.
ლიეტუვას ქალაქ ქაუნასში სამოყვარულო თეატრების მეცამეტე საერთაშორისო ფესტივამზე "მასკარადას" ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართველი ემიგრანტების თეატრ "ათინათის" სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" გრანპრის მფლობელი გახდა. ჟიურიმ
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ამავე დასის მსახიობ ნინო რუხაძეს გადასცა.
თეატრ "ათინათის" ხელმძღვანელის, ნათია ახვლედიანის განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე ნიდერლანდებში მოქმედი ქართული დასის გარდა, სპექტაკლები ლიეტუველმა, პოლონელმა და შვედმა თეარალურმა დასებმა წარმოადგინეს.
"უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ ამ წარმატებით. სპექტაკლ "დარისპანის გასაჭირის" დამდგმელი რეჟისორი საქართველოდან მოწვეული ირინე ჩხეიძეა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე ღირსეულად გვასახელა ამ ფესტივალზე. სული და გული ჩავდეთ, მოვინდომეთ და ღირსეულად წარმოვაჩინეთ ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ამ ნაწარმოების ინსცენირება. ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კულტურას და ხელოვნებას უცხოეთში. ასეთი წარმატებები ჩვენთვის სტიმულია უფრო მეტი ვაკეთოთ. შარშან, ამავე ფესტივალზე ჩვენ წარდგენილი გვქონდა "სამანიშვილის დედინაცვალი". აქაც მივიღეთ მაყურებლის სიმპატიის პრიზი და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ერთდროულად ორი მსახიობი დავით მორჩაძე და დავით კლდიაშვილი დაჯილდოვდნენ. წელს გრანპრის მფლობელები გავხდით, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნინო რუხაძე დასახელდა", - განაცხადა ნათია ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს თეატრ "ათინათს" დაარსებიდან 5 წელი უსრულდება. აღნიშნული თარიღოს ფარგლებში "ათინათი" მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარმოადგენს. დასში 24 მოყვარული მსახიობი ირიცხება. მალე დასი მაყურებლის წინაშე გურამ ოდიშარიას რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "სათვალიანი ბომბი" წარადგენს,. სპექტაკლის რეჟისორი ბადრი წერედიანია, რომელიც თეატრ "ათინათის" მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















