„ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 18:51 | 02.06.2026 ნანახია: 2032
„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურმა საგაზაფხულო კამპანიამ „ქალი მართავს“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. უკრაინის პრესტიჟულ კრეატიულ დაჯილდოებაზე Kyiv International Advertising Festival (KIAF), რომელიც გამორჩეულ და ინოვაციურ სარეკლამო პროექტებს ავლენს, „თეგეტას“ კამპანიამ სარეკორდო რაოდენობის ჯილდო - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - დაიმსახურა.
კამპანია, რომელიც კრეატიულ სტუდია JoyBoy-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, მიზნად ისახავს იმ მრავალმხრივი უნარების ხაზგასმას, რომლებითაც ქალები ნებისმიერ, მათ შორის სტერეოტიპულად მასკულინურ პროფესიებსა და საქმეებს წარმატებით ართმევენ თავს. პროექტის მთავარი საიმიჯო ვიდეორგოლი სხვადასხვა სფეროს 27 ძლიერ ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავიანთი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მართვა არა გენდერის, არამედ შინაგანი ძალის, ცოდნისა და მონდომების საკითხია.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ კი, Kyiv International Advertising Festival-ზე ასეთი აღიარება ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ნათლად გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. ეს კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებით ავთენტიკურია, რადგან „თეგეტას“ 30-წლიან ისტორიაში მას პირველად მართავს ქალი. მოპოვებული საერთაშორისო აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, გავაგრძელოთ გენდერულად თანასწორი გარემოს შენება“.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ არა მხოლოდ მარტის კამპანია, არამედ ჩვენი ყოველდღიური სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. KIAF-ზე 11 ჯილდოს მოპოვება კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ გზავნილი, რომელიც ამ კამპანიაში ჩავდეთ, უნივერსალური და ძლიერია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა იდეამ და კრეატიულმა შესრულებამ საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვჯერა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ ასეთი თანმიმდევრული, სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.

კამპანიის კრეატიულ კონცეფციასა და შემოქმედებით პროცესზე საუბრობს JoyBoy-ს ქოფირაითერი სოფო ლომინეიშვილი: „ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის უდიდესი შემოქმედებითი და ემოციური გამოწვევა იყო. გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სარეკლამო რგოლია - მიზნად ვისახავდით რეალური, ძლიერი ქალების ავთენტიკური ისტორიების ჩვენებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ვიდეოში მონაწილე 27-ვე ქალი საკუთარი სფეროს ნამდვილი გმირია. უკრაინის კრეატიულ დაჯილდოებაზე მიღებული 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო არის იმის დასტური, რომ გულწრფელ იდეებსა და სწორ ემოციურ ვიზუალს საზღვრები არ აქვს. ვამაყობთ „თეგეტასთან“ პარტნიორობით, რომელმაც მოგვცა სრული თავისუფლება ამ თამამი იდეის განსახორციელებლად“.
„თეგეტა ჰოლდინგისთვის“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერისთვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია. კამპანია „ქალი მართავს“ ზუსტად პასუხობს კომპანიის შიდა კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















