ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 21:18 | 12.07.2016 ნანახია: 1643„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც უკვე ამოქმედდა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გამართა. მან საზოგადოებას პროექტის მიზნები გააცნო და მის ფარგლებში შექმნილი ახალი ვებგვერდი - www.online.moc.gov.ge წარუდგინა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების შეძენა მსურველს პირდაპირ ვებგვერდიდან, ონლაინ შეეძლება.
კახა კახიშვილმა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ დანერგილ უპრეცედენტო სიახლეზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედ სოციალურ საწარმოში დამზადებული ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
„პირველად, საქართველოს ისტორიაში ონლაინ მაღაზია ამოქმედდა, რომელზეც სარეალიზაციოდ ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნივთები განთავსდა. ნივთის ფასს პატიმარი თავად განსაზღვრავს. დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, სასურველი ნივთი ონლაინ შეიძინოს, თანხა კი, პირდაპირ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშზე გადაირიცხება. აქამდე, ყველა აღნიშნავდა, რომ ციხეში ძალიან ლამაზი და იშვიათი ნამუშევრები კეთდება, თუმცა, მეორეს მხრივ, არ არსებობდა საშუალება პატიმრებს ნაკეთობების რეალიზაცია მოეხდინათ და გარკვეული შემოსავალი მიეღოთ, რაც სხვა მსჯავრდებულებისთვისაც სტიმული იქნებოდა. ამიტომ, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევედით, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კრიმინალური სუბკულტურის მქონე მსჯავრდებულთა იზოლირება მოვახდინოთ, დანარჩენი მსჯავრდებულებისგან. პარალელურად ამისა, მნიშვნელოვანია დაბალი რისკის მქონე პატიმრებს სასჯელის მოხდის პროცესში, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი შევთავაზოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
კახა კახიშვილის თქმით, ამ მიზნით, მსჯავრდებულებისთვის ფუნქციონირებს სხვადასხვა კურსი, მათ შორის ხეზე კვეთის, კულინარიის და ა.შ. მინისტრის განცხადებით, ეს მათ შესაძლებლობას აძლევს პროფესიას დაეუფლონ და სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავალიც მიიღონ.
პროექტის მნიშვნელობაზე პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს ძალიან ეხმარება, როგორც მორალურად, ასევე, მატერიალურად.
„მათ აქვთ საკუთარი უნარის და ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობა. შეუძლებელია ეს არ მოგეწონოს. არაჩვეულებრივი ნამუშევრები ვნახე. ვფიქრობ, ეს ინიციატივა კიდევ უფრო დაეხმარება მსჯავრდებულებს საკუთარი თავისა და ნიჭის აღმოჩენაში. ვგეგმავ, მივიდე ადგილზე და ვნახო დაწესებულებაში არსებული ხის საამქრო, გავეცნო მუშაობის პროცესს და ადამიანებს, რომლებიც იქ არიან. მინდა მათ გვერდით დავუდგე. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ვინც სისრულეში მოიყვანა“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ხის საამქროში წარმოებული საოჯახო და საოფისე ავეჯი, ეზოს ინვენტარი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საბავშვო ნივთები და სათამაშოები, სუვენირები და ა.შ. ასევე, პატიმრების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული თექის ნაწარმი, ფერწერული ნამუშევრები, საეკლესიო ნივთები, სამკაულები, ხეზე კვეთის ნიმუშები. ნამუშევრებმა სტუმრების მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენილი ნივთების უმეტესი ნაწილი ადგილზევე გაიყიდა. გარდა ამისა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედმა ხის საამქრომ, სადაც პრობაციონერები და თავისუფლებაშეზღუდული პირები არიან დასაქმებულნი, შეკვეთებიც მიიღო.
„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, დამზადებული ნივთის რეალიზაცია განახორციელოს. რეალიზაციის წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული. ნივთები ელექტრონული რესურსით გაიყიდება. სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.online.moc.gov.ge პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნივთების, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში დამზადებული პროდუქციის ვიზუალური მასალაა განთავსებული ფასის მითითებით. თითოეულ პროდუქციას თავისი უნიკალური კოდი აქვს. ამასთან, გასაყიდი ნივთები სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაშიც გამოიფინება და მისი შესყიდვა ადგილზეც იქნება შესაძლებელი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















