„მაგთიკომმა“ EBRD-სგან 100 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო
საქართველო, თბილისი - 09:42 | 14.07.2016 ნანახია: 2316
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას, “მაგთიკომს”, 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელიც საქართველოს რეგიონებში კომპანიის ფართოზოლოვანი კავშირის გავრცობას მოხმარდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება “მაგთიკომს” საშუალებას მისცემს, კავკასუს ონლაინისგან შეისყიდოს ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტქსელის პლატფორმა თბილისიდან მოშორებით მდებარე რეგიონებში ქსელის გაფართოების მიზნით. “მაგთიკომი”, როგორც ინოვაციებითა და ტექნიკური პროგრესისაკენ სწრაფვით ცნობილი კომპანია, შეძლებს, მომხმარებელს უკეთესი და უფრო სწრაფი ინტერნეტმომსახურება შესთავაზოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, გაუმჯობესებული ხარისხის ინტერნეტკავშირის გავრცელება გაზრდის კონკურენციას საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე და უბიძგებს სხვა ოპერატორებს, დაიცვან ქსელისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტი.
„ეს პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირების მცდელობის კიდევ ერთ ნიმუშია. საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც რეგიონებს უფრო მჭიდრო საინფორმაციო კავშირი ესაჭიროებათ. ცოდნის ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყანაში ინოვაციათა სტიმულირებას ცდილობს. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს მაღალხარისხოვანი მობილური ქსელის, ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობის პლატფორმის შემდგომ განვითარებას საქართველოს ძნელად მისადგომ რეგიონებში, რასაც მოჰყვება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის, ისე ზოგადად ქვეყნის კავშირგაბმულობის სექტორის წინსვლა. ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ პარტნიორთან, როგორც მაგთიკომია - კომპანია, რომელიც ცნობილია კავშირგაბმულობის სეგმენტში ფართო გამოცდილებითა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით“, - აცხადებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა.
„მაგთიკომი” მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებს.ოპერირების დაწყებიდან მაგთიკომმა მოიცვა მობილური სამყაროს განვითარების ყველა საფეხური და მომხმარებელს შესთავაზა 2G, 3G, 4G და 4.5G ქსელები, ასევე - ფიქსირებული ტელეფონია და თანამგზავრული ტელევიზია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ამ დაფინანსების მიღება საშუალებას გვაძლევს უკეთესი საკაბელო ინტერნეტკავშირით უზრუნველვყოთ მომხარებელი, განსაკუთრებით - ქვეყნის შორეულ რეგიონებში,“- აცხადებენ “მაგთიკომში”.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვან ინსტიტუციონალურ ინვესტორად გვევლინება. ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან მოყოლებული, ბანკმა 2. 73 მილიარდი ევროთი დააფინანსა 195 პროექტი ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროებში. ამ ინვესტიციათა 91% კერძო სექტორში განხორციელდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2016-2018 წლების სტრატეგიული გეგმა იმ ქვეყნებში, სადაც იგი ინვესტირებას ახდენს, საქართველოს ჩათვლით, სამი პრიორიტეტით ხასიათდება, ესენია: ეკონომიკური მოქნილობა, გლობალურ გამოწვევათა მიღება და რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















