საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველო, თბილისი - 11:56 | 14.07.2016 ნანახია: 1509ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა თემატურ სესიაზე: „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისათვის", რომელსაც მოდერაციას გაუწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი.
"აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს აქვს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპერტული წრეების დიდი მხარდაჭერა. დღეს ყველანი ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებზე"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" გახსნის ცერემონიის კომენტირებისას.
მინისტრის განცხადებით კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშნელოვან ასპექტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციის მიმდინარეობაზე.
"ყველა იმ კომპონენტზე, რამაც უკვე მოიტანა დადებითი შედეგები საქართველოსთვის, მაგალითად ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუ რამდენად დადებითი შედეგები მოუტანა მან საქართველოს. იზრდება ექსპორტი და ჩვენი წილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის კონკრეტული შედეგი ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ხელშესახებია შედეგები განათლების სფეროში, ტრანსპორტის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, კულტურის სფეროში, სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით"- განაცხადა მინისტრმა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები.
ყოველწლიური კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით ტარდება და ბათუმი ღონისძიებას 14-15 ივლისს უმასპინძლებს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















