ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 10:25 | 12.06.2026
ნანახია: 29

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დღეს ირანთან დაასრულა ომი.

„არ ვიცი, გაიგეთ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით. ეს იყო მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი“, - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს რამდენიმე დღეში მოაწერენ და შესაძლოა, ეს ევროპაში მოხდეს.

თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან შესაძლო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობები და განცხადებები სპეკულაციურია და „ჯერ არაფერი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე