სამცხე-ჯავახეთში დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო საერთაშორისო სწავლებები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 14:07 | 14.07.2016 ნანახია: 1680
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო საერთაშორისო სიმულაციური სავარჯიშოები მიმდინარეობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულის სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სწავლებებში სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები და ტრენერები მონაწილეობენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, სიმულაციური სავარჯიშო მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების შესაძლებლობების შეფასებას და გაძლიერებას „თურქულის" ეპიდემიოლოგიური აფეთქების შემთხვევაში, რაც დაავადების კონტროლსა და პრევენციას შეუწყობს ხელს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „თურქულის" საწინააღმდეგოდ განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ეპიზოოტიურად სტაბილური მდგომარეობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ ტარდება. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, თურქულის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია მილიონ 200 ათასამდე სული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი.
თურქული (Foot and Mouth Disease) ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ქვეყანაში დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, ფერხდება ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის, ზოგჯერ მცენარეული პროდუქციის ექსპორტიც.
საქართველოში საერთაშორისო სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში, პარიზში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 84 -ე გენერალურ სესიაზე მიიღეს. სწავლებები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















