„დაიცავი ჩემი უფლებები" - კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით
საქართველო, თბილისი - 17:50 | 14.07.2016 ნანახია: 2105
16 ივლისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით სახელწოდებით „დაიცავი ჩემი უფლებები".
ღონისძიებაზე მოეწყობა შშმ პირთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (დღის ცენტრების ბენეფიციარები - 40 შშმ პირი). ისინი წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს ხეზე, მინაზე, თექაზე და ნახატებს თემაზე „დაიცავი ჩემი უფლებები!". მათი მიზანია კიდევ ერთხელ დაანახონ საზოგადოებას, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია თავის შესაძლებლობებში, რომ საზოგადოების მხრიდან უბრალოდ საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს შშმ პირების შემოქმედებითი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის წარმოჩენას.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდება საინფორმაციო მასალები და ასევე მომზადდება ბანერი სლოგანით „დაიცავი და პატივი ეცი ჩემს უფლებებს", რომელსაც მთაწმინდის პარკში მისული სტუმრები ხელს მოაწერენ ნებაყოფლობით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step" პარტნიორ ორგანიზაცია „Friends of the United Nations" USA-თან ერთად 2011-წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თუმცა ორგანიზაციის დამფუძნებლები, საბჭოს წევრები და წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ შშმ პირთა პრობლემებზე. 2012-2013 წლებში ორგანიზაცია იყო აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ჩატარებული ადამიანთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებზე.
ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წლიდან პოსტვაქცინალური გართულების გამო დაავადდა ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ განაპირობა ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა. გიორგი 26 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, შეძლო ძალიან ბევრი, გადალახა ბევრი წინააღმდეგობა და დღესდღეობით თავის გამოცდილებას უზიარებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
ორგანიზაციას აქვს გაფორმებული მემორანდუმი საზაფხულო ბანაკთან ამერიკაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მშობლებთან ერთად აღნიშნულ ბანაკში გაგზავნას. ცხოვრების ხარჯებს აფინანსებს ამერიკული მხარე, ხოლო მგზავრობის ხარჯებს - ოჯახი.
ორგანიზაცია ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.
ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step" ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















