გიორგი მღებრიშვილმა, საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შსს-ს აჭარის დანაყოფების მუშაობის მონიტორინგი განახორციელა
საქართველო, თბილისი - 10:28 | 15.07.2016 ნანახია: 1621ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარის რეგიონს ეწვია და სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფების საქმიანობას პირადად გაეცნო.
შს მინისტრი სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა. გიორგი მღებრიშვილი მესაზღვრე-კონტროლიორებსა და პატრულ-ინსპექტორებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბათუმში ვიზიტის დროს, შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფმავალი კატარღით სანაპირო ზოლის მონიტორინგი განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზღვაო სეზონზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, ბათუმსა და ქობულეთში დამატებითი ძალები მიავლინა. მოქალაქეებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას 270 პატრულ-ინსპექტორი იცავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბათუმის ბულვარში პატრულირებას ელექტრომობილებითა და ე.წ.
სეგვეით ახორციელებენ. საპატრულო პოლიციის შემადგენლობა 200-მდე გაიზარდა ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტშიც.
საზღვაო სეზონს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ასევე გაზრდილი შემადგენლობით და ახალი შენობით შეხვდა. აჭარის სამმართველოში 1000-მდე დაცვის პოლიციელი მუშაობს, ხოლო ბათუმის ბულვარს 100-მდე დაცვის პოლიციელი იცავს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაძლიერდა. გაიზარდა პირადი შემადგენლობა, მცურავი საშუალებები სრულ მზადყოფნაშია და, დამსვენებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზღვაო პატრულირება 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საკურორტო სეზონს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შეხვდა. სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით შეკეთდა, როგორც ხის, ასევე რკინის სამაშველო კოშკურები. ყველა საგუშაგოს გააჩნია პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი. სეზონურმა მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებიც გაიარეს. წელს, პირველად, მათ დაურიგდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლის საშუალებითაც ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას უფრო ეფექტიანად შეძლებენ. რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში განთავსდა საცურაო არეალის (ზოლის) მანიშნებელი ტივტივები.
სანაპიროზე დამონტაჟდა ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო აბრები, რომლებიც დამსვენებლებს ცურვისათვის სარისკო ადგილების შესახებ აფრთხილებს.
პარალელურად, მყვინთავებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. გაიზარდა წყალზე სამაშველო განყოფილების ტექნიკის რაოდენობა, განახლდა მაშველი-მყვინთავების აღჭურვილობა, სეზონური მაშველების რიცხვმა კი 135-ს მიაღწია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















