ბათუმში უცხოელი მცირე მეწარმეები გამოჩნდნენ
საქართველო, თბილისი - 10:58 | 15.07.2016 ნანახია: 3287
წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბათუმის ბულვარში ყოველ 20 მეტრში ინდიელი ტომების, ეკვადორელი და პერუელი ხალხის ხელნაკეთ ნივთებს წააწყდებოდა. ტურისტები დღეს ბათუმში არა მხოლოდ დასასვენებლად, ფულის საშოვნელადაც ჩამოდიან. ზღვის სეზონზე, ბათუმში საღამო საათებში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - ბათუმის პრომენადაზე გასაყიდად გამოფენილია სასტვირები, მაჩუ პიკჩუს მიმსგავსებული გამოთლილი ქვები, ინდიელების ეთნიკური ნიშნით - გამარჯვების სიმბოლოთი გაფორმებული სუვენირები და ეკვადორული სამკაულები.
ლუის კარლოს ურბინა საქართველოში ეკვადორიდან ჩამოვიდა და ბულვარში საკუთარი ხელით გაკეთებული სუვენირებით ვაჭრობს. ამბობს, რომ მოგზაურობა უყვარს და საქართველოში მისი საინტერესო ადგილმდებარეობის, ისტორიის და სასაუბრო ენის გამო ჩამოვიდა. სამკაულების გაყიდვით მოგზაურობისთვის ფულს აგროვებს და თანაც ტურისტებს თავისი ქვეყნის კულტურაც აცნობს.
ინდიელები კლიენტის მოზიდვისთვის კრეატიულ ხერხს მიმართავენ და ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ, სასტვირზე უკრავენ და გართობასთან ერთად ვიზიტორებს სუვენირების ყიდვას სთავაზობენ.
ბულვარში გარე ვაჭრობაზე სხვადასხვა შეზღუდვებია. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებაზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება, თუმცა ხელნაკეთი ნივთების შემთხვევაში გამყიდველებს აქვთ უფლება სკამზე დაალაგონ და ივაჭრონ ადმინისტრაციის მხრიდან ზედაპირული დათვალიერების შემდეგ.
ეკონომისტი ირაკლი მესხი აღნიშნავს, ''როცა უცხოელების მხრიდან ხდება დაინტერესება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ტურიზმი ჩვენს რეგიონში ვითარდება, მოთხოვნადია ჩვენი ქალაქი და რეგიონი სეზონზე, რაც ხელს უწყობს მცირე ბიზნესი აკეთონ არა მხოლოდ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც. ეს მოცემულ სეგმენტში ზრდის მრავალფეროვნებას და მომხმარებელს არჩევანის საშუალება ეზრდება".
ბათუმში ჩამოსული ტურისტები აღნიშნავენ, რომ ენის ბარიერის მიუხედავად, მათთვის მარტივია ადგილობრივ ხალხთან კომუნიკაცია და მათი უშუალო ხასიათის გამო. აჭრის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.
თუ კი ტურისტების ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება, მაშინ სავარაუდოა მომავალ წელს ბულვარში უცხოელი მცირე მოვაჭრეების რაოდენობაც გაიზრდება.
ავტორი - მარიამ ნაცარიშვილი
სპეციალურად PrimeNewsGeorgia-სთვის ბათუმიდან.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















