ქუმსიშვილი: დასაქმების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს
საქართველო, თბილისი - 12:21 | 18.07.2016 ნანახია: 1558
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა საერთაშორისო კონფერენციაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“. კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებები ასევე გააკეთეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოში აშშ-ის საგანგებლო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.
პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ განათლების რეფორმაა, ისეთ რეფორმებთან ერთად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი რეფორმები და მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მიიღო. მათ შორის, დამტკიცდა ,,საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად მიზნად ისახავს შრომისა და დასაქმების სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობას და სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარებას. ასევე დამტკიცებულია „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.
„ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდის მიზნით მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ - კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ხოლო მეორეს მხრივ - კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა, რაც როგორც უკვე აღინიშნა, ინკლუზიური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ თუკი თქვენ ქვეყანაში გინდათ ეკონომიკის განვითარება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ამისათვის დაგჭირდებათ სათანადო ადამიანური კაპიტალი. მისი თქმით, მე-20 საუკუნისგან განსხვავებით, ამჟამად ძირეულადაა შეცვლილი დასაქმებისა და განათლების სისტემები. კერძოდ, დღეს ადამიანს ცხოვრების მანძილზე, 4-5-ჯერ მაინც უწევს პროფესიის ცვლილება.
საერთაშორისო კონფერენციაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“ განიხილება გზები თუ როგორ შეიძლება ადამიანური კაპიტალის განვითარება და პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. პარალელური სემინარები დაეთმობა თემატურ დისკუსიებს თემებზე: საჯარო-კერძო პარტნიორობა, პროფესიული განათლებაში ჩართულობის გაზრდა და სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელები.
კონფერენციაში მონაწილეობს 200-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნესსექტორის მაღალი რგოლის მენეჯერები, სამოქალაქო სექტორის და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთაშორისო ექსპერტები გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის გამოცდილებებს წარადგენენ, საჯარო-კერძო პარტნიორობის კუთხით, რაც დაეხმარება მთავრობას, ასევე კერძო სექტორს, შეიმუშაონ თანამშრომლობის ისეთი მოდელები, რომელიც გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და მორგებული იქნება ადგილობრივ გარემოზე.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















