საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება
საქართველო, თბილისი - 14:05 | 14.10.2015 ნანახია: 2307სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ვან ლისია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის, სამეცნიერო, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, სამშენებლო და სხვა მიმართულებით. ვან ლისიას განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში ხვალ გაიხსნება, საუკეთესო პლატფორმაა აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
,,შეანსის პროვინციაში აგრარული დარგი კარგად არის განვითარებული და გვსურს, ქართულ მხარესთან სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ვან ლისიამ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ აგრარული მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ჩინეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის არაერთი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის მხარეს, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ საგრანტო პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და განსაზღვრულია თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ჩინეთს ისტორიული კავშირები აქვთ ჩვენს ქვეყანაში ჩაის კულტურის განვითარების კუთხით. ჩვენი დიდი სურვილია, ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს კავშირები აღვადგინოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ჩინეთის ბაზარი კი, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ოთარ დანელიამ დადებითად შეაფასა ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე ლევან დავითაშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე შეანსის პროვინციის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას, ოთარ დანელიამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ფორუმს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















