პრემიერი: უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს რეგიონის განვითარება
საქართველო, თბილისი - 19:41 | 19.07.2016 ნანახია: 1518
საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება- ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით, დღეს ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ინსტიტუციონალურ სახეს შესძენს ისედაც აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთთან აკავშირებს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. მისი განმარტებით, საქართველოსათვის გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ტერორიზმის საფრთხეებს.
“აქვე, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ აქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში და სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას. მიუხედავად ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ვფიქრობ, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს ჩვენი რეგიონის განვითარება და წარმატებით განვახორციელოთ საერთო პროექტები, მთელი რიგი მიმართულებებით,”-განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვნია ბაზრებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაბალანსება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბიზნესწრეების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს საქმიან წრეებს, განსაკუთრებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გათვალისწინებით.
სხდომაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















