პროკურატურაში კიბერდანაშაულის საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:38 | 20.07.2016 ნანახია: 1530
საქართველოს მთავარ პროკურატურაში კიბერდანაშაულის საერთაშორისო საკონტაქტო ქსელის 24/7-ის ფარგლებში თანამშრომლობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კიბერდანაშაულის პროექტის (Cybercrime @EAP 2) ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები, საქართველოში კიბერდანაშაულის საერთაშორისო საკონტაქტო ქსელის 24/7-ის ფუნქციონირება, სამართალდამცავი უწყებების როლი. ასევე იმსჯელეს ქართული საკანონდებლო ნორმების დახვეწაზე. ქართველ პრაქტიკოსებს გამოცდილება ლატვიიდან, ნორვეგიიდან და ესტონეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა გაუზიარეს. შეხვედრას, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოები მომზადებული შეხვდნენ ახალ სირთულეებსა და გამოწვევებს. ანალოგიური ღონისძიებები კი ხელს უწყობს წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც საქართველოს დაეხმარება კიდევ უფრო მეტად ეფექტური და საიმედო საერთაშორისო პარტნიორი გახდეს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















