კვირიკაშვილმა ხარაგაულისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი მოსახლეობას წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 16:14 | 20.07.2016 ნანახია: 1531
„მინდა ყველა თქვენთაგანს ვუთხრა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია“,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„კობა გახლავთ აქაური კაცი. თქვენიანია, ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში",-ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი კობა ლურსმანაშვილს. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შევძელით ყველაზე მთავარი ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში. მოვსპეთ შიში, ხელისუფლების შიში, რომელიც მუდმივად პრობლემა იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალურად მოვეფერეთ, რაც კი შევძელით ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ-მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სხვადასხვა სახით სესხის აღება იმისათვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას მთავრობის მიერ განსახორციელებელ გეგმებზეც ესაუბრა.
„ ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისათვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით გარდავქმნათ უკვე თითოეული თქვენთაგანის და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის მიღწევისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ ქონდეთ სამუშაო ადგილი. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თუ საშუალო ასაკის მქონე ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომ 4 წლის განმავლობაში 2020 წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ ყველა სატრანზიტო მაგისტრალი და ძირითადი გზები, რომელიც რაიონულ ცენტრებთან თუ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებთან დააკავშირებს ერთმანეთს. ეს არის ასევე მმართველობითი რეფორმა რომელიც მთავრობას გახდის უკვე მომსახურებაზე ორიენტირებულს, რომ მთავრობა აღარ იყოს ბიუროკრატია, როგორც ასეთი, არამედ ეს იყოს მომსახურების მიმწოდებელი მოქალაქეებზე, კომპანიებზე თუ ბიზნესმენებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უკვე დავიწყეთ ჩვენ, პარლამენტმა უკვე მიიღო საწყისი პაკეტი კანონმდებლობის და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს ამას იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, თითოეულ ოჯახში მივიდეს სიმშვიდე და თითოეულ ოჯახს ქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არის დღეს. ჩვენ გვინდა ის რომ სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, დახვდეს შვილი, რომელიც ეტყვის რომ დედამ უყიდა ახალი ჩანთა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სასიამოვნო სურნელი სადილის, იყოს სიმშვიდე, ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით, აღარ უყურებდნენ იმას როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს. იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, იცხოვრონ ხვალინდელი დღით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენ მთლიანად დაკავებული იმით თუ ვინ აჯობებს მოწინააღმდეგეს პოლიტიკურ დებატებში და ასე ვთქვათ, რომელი უფრო მეტ შეურაცხოფას მიაყენებს მეორეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ დამშვიდდეს ქვეყანა. ჩვენ შევძელით, რომ ბოლო პერიოდში დაგვემშვიდებინა, აღარ არის ის ტემპერატურა, რომელიც ადრე იყო, დამეთანხმებით ალბათ ამაში. ახლა ჩვენი მიზანია რომ სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პროგრამა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ხარაგულის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, 8 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც ქვია „ქართული ოცნების" წარმატება. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეს იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების", მისი მხარდამჭერების, აქტივისტების გამარჯვება, არამედ, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. „საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, თავისუფალ, წყნარ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება. ეს არის სრულიად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება. მინდა , როგორც „ქართულ ოცნებას" ჩვევია, ისე დავამთავროთ დღევანდელი შეხვედრა. ჩვენს წარმატებას გაუმარჯოს",-განაცხადა კახა კალაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები მანანა კობახიძე და სოფო კილაძე.
პოლიტიკა
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
- გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ - კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე
- დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, 25 წლის კაცი დაიღუპა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
- უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები [ვიდეო]
- მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















