„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოსახლეობას სულხან მახათაძე წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 19:09 | 20.07.2016 ნანახია: 1582ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში მოვედით იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტი ჟანგბადი აქვს, უფრო მეტად სუნთქავს თავისუფლად,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სულხან მახათაძე წარუდგინა.
„ სულხანი არის ის ადამიანი, რომელიც ამ რაიონის ცხოვრებით სუნთქავს, ამ რაიონის ცხოვრებით ცხოვრობს. ყველა თქვენგანის სატკივარი, სიხარული ყველაზე კარგად იცის. ის იქნება თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. მას გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და ყველაზე მთავარი, რაც გააჩნია არის ის, რომ ძალიან აქტიური ადამიანია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ჭიათურის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც გვჭირდება სწრაფი განვითარება, რათა ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა და ყველა ოჯახს მიეცეს შვება.
„ჩვენ შევქმენით გარკვეული წინაპირობები. ჯანდაცვის რეფორმა დიდი შვებაა ჩვენი მოსახლეობისათვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ რაიონის მოსახლეობას მივეხმარეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელიც არის მცირემიწიანთა დახმარება- მოხვნის სახით, შხამ-ქიმიკატების სახით და ასე შემდეგ. ასევე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამები, როგორიც არის „დანერგე მომავალი" და სხვა მრავალი. დღეს ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის რეალიზაცია სწრაფი ნაბიჯებით, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს საქართველოში ცვლილება. ეს ცვლილება უნდა იყოს რეალური და აღქმადი ყველა ადამიანის მიერ",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური ჭიათურის მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა თუ როგორ უნდა წავიდეთ რამდენიმე მიმართულებით.
„ ეს არის განათლება, ეკონომიკის რეფორმა, სახელმწიფო მმართველობის რეფორმა და ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ასევე. რა თქმა უნდა. სატრანზიტო და რაიონული დამაკავშირებელი გზების სწრაფი მშენებლობა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის გაგვაჩნია რესურსიც და ადამიანური პოტენციალიც. გუნდი რომელიც ახლა აქ დგას, არის ანთებული და თითოეულ ჩვენგანს გვჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოვიტანოთ. დღეს შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს და ათასნაირი დაპირება მოგცეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთი რამე ვთქვათ- ჩვენ არ გპირდებით ოქროს მთა-გორებს, მაგრამ ჩვენ გპირდებით, რომ ყველა ადამიანის სატკივარს მივიტანთ გულთან ახლოს, ყველა ადამიანის პრობლემებს გავითავისებთ. ჩვენ ამის მაგალითი უკვე ამ 4 წლის განმავლობაში გაჩვენეთ. დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ სერიოზული შედეგი მოვიტანოთ. უკვე 8 წლის თავზე, ანუ დღეიდან 4 წლის თავზე, გარღვევის სახით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში - ისე რომ ყველა თქვენთაგანმა იგრძნოს ეს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის იმერეთის რეგიონის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა არ სარგებლობს ასეთი მხარდაჭერით.
„რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გვქონდა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. 40 ათასი ადამიანი მოვიდა. უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა იმერეთის რეგიონმა და თქვენ. მინდა მადლობა გითხრათ ამისთვის. არცერთი პოლიტიკური ძალა არ სარგებლობს ასეთი მხარდაჭერით, არცერთს არ აქვს გამარჯვების ასეთი სულისკვეთება, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია და ეს გამარჯვების სულისკვეთება მოდის ყველა თქვენთაგანის ენერგიიდან. მოდის იქიდან, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ადამიანების პრობლემებს, ჩვენ ვგრძნობთ ძალას საკუთარ თავში, რომ გავაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა თქვენთაგანის ოჯახში მოვიტანოთ სიკეთე. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის, მინდა ყველა თქვენგანს ვუსურვო გამარჯვება და მინდა გითხრათ რომ ჩვენი პარტიის გამარჯვება იქნება ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოს გამარჯვება",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















