„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 11:43 | 21.07.2016 ნანახია: 2434
“ჯიპიაი ჰოლდინგმა” საზოგადოებას კომპანიის გრძელვადიანი ხედვა და ახალი სტრატეგიული მიდგომა წარუდგინა. კომპანიამ დაზღვევის შეძენის ონლაინ პორტალი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დანერგა და სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესს კვლავ აგრძელებს. ამიერიდან, საქართველოში პირველად , ჯიპიაი-ს პორტალისა და აპლიკაციის საშუალებით, დაზღვეულებს საშუალება ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება ონლაინ, 1 სამუშაო დღეში მიიღონ. ამისათვის, საჭიროა ეწვიონ ვებ გვერდს www.mygpi.ge ან საკუთარ მობილურში ჩამოტვირთონ აპლიკაცია GPI Mobile.
“ეს ახალი ეტაპია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების. სადაზღვევო სფერო ბევრს კონსერვატიულ სფეროდ მიაჩნია, რთული პირობებითა და პროცედურებით. ამ ინოვაციური სერვისებით გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ დაზღვევის შეძენა, არამედ ანაზღაურების მიღება. დარწმუნებულები ვართ, ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს მისცემს სტიმულს, ისარგებლონ დაზღვევით, ჰქონდეთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები და უფრო თამამად განახორციელონ საკუთარი გეგმები“, აცხადებს ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
დიჯიტალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში “ჯიპიაი ჰოლდინგმა” დაიწყო ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა. სადაზღვევო კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, პირველი, სოციალური, ინოვაციური პროექტი - Hero წარადგინა.
Hero - არის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სისხლის დონაციის პრობლემის გადასაწყვეტად და აკავშირებს სისხლის დონორებს ადამიანებთან, რომლებსაც ის ესაჭიროებათ. Hero-ზე რეგისტრაციისას თითოეული მომხმარებელი ხდები გმირი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, ამისთვის საკმარისია, საჭირო დროს, 30 წთ დაუთმოს სისხლის უანგარო დონაციას.
სანდრო კანდელაკი, Hero-ს თანაავტორი: „Hero-ს გამოყენება არის ძალიან მარტივი. თქვენ შედიხართ აპლიკაციაში, რეგისტრირდებით, უთითებთ თქვენს სახელს, გვარს, საკონტაქტო მისამართს, სისხლის ჯგუფს და ლოკაციას, რის შემდეგაც თქვენ ხდებით პოტენციური გმირი. როდესაც აპლიკაციაში დარეგისტრირდება ადამიანი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სისხლის ჯგუფის დონორი (გმირი), ის აგზავნის მოთხოვნას და თქვენ, როგორც პოტენციურ გმირს, მოგდით შეტყობინება, რომ ამ ადამიანს სჭირდება თქვენი დახმარება.“
პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთი პროექტების დანერგვას, რომელიც მიმართული იქნება რისკების მართვის ან შემცირებისკენ, ინოვაციების დანერგვისკენ. გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს განახორციელონ თავისი პროგრესული იდეები, ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ იმისთვის, რომ უკეთესი გახადონ სამყარო და ეს ყველაფერი ქართული ბიზნესის რესურსით, აქ გააკეთონ.”
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან სისხლის დონაციის პრობლემა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. Hero-ს პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა.
GPI Mobile უკვე ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისათვის, აპლიკაცია 2 კვირაში ხელმისაწვდომი გახდება IOS სისტემაზეც. Hero-თი სარგებლობას კი კი ნებისმიერი მსურველი ზუსტად 1 თვეში შეძლებს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















