სახალხო დამცველის შეფასებით, სტუ-მ რექტორის არჩევის წესი დაარღვია
საქართველო, თბილისი - 14:01 | 21.07.2016 ნანახია: 1537
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას. რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრომ კანონდარღვევით ჩატარებული არჩევნების შედეგების აღმოსაფხვრელად და ახალი არჩევნების კანონიერად ჩატარების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, ხოლო კომისიამ – ბათილად ცნოს რექტორობის კანდიდატად არჩილ ფრანგიშვილის რეგისტრაცია და მისი თანმდევი არჩევნების შედეგები.
2016 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების შედეგად, უნივერსიტეტის რექტორად ზედიზედ მესამედ აირჩა არჩილ ფრანგიშვილი. მანამდე ის 2009 და 2012 წლებში იყო არჩეული, ხოლო 2008–2009 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა. არჩილ ფრანგიშვილის მესამე ვადით არჩევით დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავს რექტორის ზედიზედ ორზე მეტი ვადით არჩევას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების კანონიერება, თუმცა დარღვევა არ დაადგინა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კანონის საწინააღმდეგოდ, უნივერსიტეტის წესდებით კანონით დადგენილი შეზღუდვების ამოქმედება დროში გადავადდა და 2012 წლის რექტორის არჩევნებიდან დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადის ათვლა. ამგვარად, უგულებელყოფილ იქნა არჩილ ფრანგიშვილის 2008 წელს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა და 2009 წელს მისი რექტორად არჩევის ფაქტები.
ამასთან, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, ა.ფრანგიშვილი აკმაყოფილებდა კანონით რექტორობის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნას, რაც ახსნილია უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებით. კერძოდ, საუბარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებებზე 2011 და 2013 წლებში. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვა რექტორის ორ უფლებამოსილებაზე მეტი ვადით არჩევის შესახებ მოქმედებდა უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ყველა ცვლილების დროს. შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კანონის მიერ რექტორის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის მიზანი, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან და ემსახურებოდეს ერთი პირის მიერ უნივერსიტეტის განუსაზღვრელი ვადით მართვისაგან თავის არიდებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ არჩილ ფრანგიშვილის რექტორობის კანდიდატად რეგისტრაციით, ასევე დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმები, რამაც შემდეგში გავლენა იქონია ზოგადად არჩევნების შედეგებზე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















