ირანი საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულია
საქართველო, თბილისი - 20:29 | 21.07.2016 ნანახია: 1489
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს მაჰმუდ ვაეზის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ირანის თანამშრომლობის პერსპექტივებზე კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული პროექტები, რომელთა განვითარებასაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრაიმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აღნიშნული სექტორის განვითარების კუთხით ხორციელდება. მან თავის ირანელ კოლეგას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა. მათ შორის, ევროპა-აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ფორმირების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა მაჰმუდ ვაეზის ევროპის ქვეყნებიდან ირანის ისლამური რესპუბლიკაში შემავალი და ირანიდან ევროპაში გამომავალი საერთაშორისო საინფორმაციო ტრაფიკის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად გატარების შესაძლებლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ირანი დაინტერესებულია საქართველოდან მიიღოს ინტერნეტის მეტი მოცულობა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორივე ქვეყნის კერძო სექტორს შორის ამ მიმართულებით წარმატებული იქნება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის შიგნით ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში განხორციელდება პროექტი, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით სატელეკომუნიკაციო სერვისებს იმ დასახლებულ პუნქტებამდე მიიტანს, სადაც დღეისათვის ამ სახის დაფარვა არ არსებობს და გადასცა საქართველოს მზაობა, ირანულ მხარეს გაუზიაროს აღნიშნული გამოცდილება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მაჰმუდ ვაეზის მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლებში სატელეკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მსშტაბური პროექტის - ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, რომელიც საქართველომ უპრეცენდენტოდ მოკლე დროში განახორციელა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოსა და ირანში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ირანელ სტუმარს ასევე გააცნო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში ხორციელდება.
ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მაჰმუდ ვაეზიმ განაცხადა, რომ ირანი დაინტერესებულია საქართველოსთან განავითაროს ურთიერთობები ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, ქვეყნები შეძლებენ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. ირანის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის პერსპექტივებზე საქართველოსა და ირანის რკინიგზებს შორის. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დასრულდება ირანი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს მაჰმუდ ვაეზი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სამთავრობო და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















