წყალტუბოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს
საქართველო, თბილისი - 10:10 | 22.07.2016 ნანახია: 1435ცოტნე ზურაბიანი გახლავთ ძალიან პერსპექტიული, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა; იგი საქართველოს პარლამენტში იქნება თქვენი ტკივილისა თუ სიხარულის აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური ანარეკლი,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წარუდგინა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ცოტნე ზურაბიანი რაიონში არსებული არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი არ არის და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გულწრფელი ხმა იქნება.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ შევხედოთ ერთმანეთს თვალებში, ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე და ვისაუბრეთ იმაზე- რა გავიარეთ და საით უნდა წავიდეთ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი გავიარეთ. ამ 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მოახდინა გარდატეხა საქართველოს ცხოვრებაში- ის, რომ დღეს ჩვენ გაცილებით მეტი თავისუფლება გვაქვს, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პრობლემა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, ტელევიზიით აღარ გადმოსცემენ ერთიდაიგივეს და ყველა არხზე არ აქებენ მთავრობას. ის, რომ დღეს მთავრობას არ აქებენ, არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა არ არის იმაზე უკეთესი ვიდრე იყო. ეს არის თავისუფლება და ეს არის ჟანგბადი“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
წყალტუბოს მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
პარტიის გენერალური მდივნის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალურად შეუძლია კეთილდღეობის მიტანა თითოეული მოქალაქისთვის.
„მართლაც მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ. ძალიან კარგი განწყობაა, კარგია მუხტი. ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გვქონდა ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც დაახლოებით 40 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი იმერეთიდან. ყველას დავანახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალურად შეუძლია კეთილდღეობის მიტანა თითოეული მოქალაქისთვის. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც რეალურად განახორციელა რეფორმები ამ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნა განხორციელებული, ასევე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, დამეთანხმებით, რომ მაინც არის გარკვეული პრობლემები ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ჩვენი ერთად დგომით, ერთსულოვნებით შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას მომავალი წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, არცერთ ჩვენთაგანს არ გააჩნია ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელი ყოფილიყო ამ ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა მომავალში რეალურად გვაქვს იმის ძალა, შესაძლებლობები, რომ სირთულის ბარიერები იქნეს თავაწეულად გადალახული. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. აუცილებლად მოვახერხებთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















