ნიკოლოზ მჟავანაძე: მოსამართლეებზე ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს
საქართველო, თბილისი - 13:04 | 22.07.2016 ნანახია: 2848
მოსამართლეებზე ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებასთან დაკავშირებით გუშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიისთვის შესაბამისი განცხადება გააკეთა:
,,მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ოთარ ჭითანავამ, მერაბ ტურავამ, ლალი ფაფიაშვილმა და ზაზა თავაძემ განაცხადეს რომ ისინი უარყოფენ რაიმე ზეწოლას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და გამორიცხავენ მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან რაიმე შანტაჟსა თუ თვალთვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა თავაძემ ისიც კი თქვა გაკვირვებული ვარ რატომ არ შეათანხმა პაპუაშვილმა თუკი იგი ამდაგვარ განცხადების გაკეთებას აპირებდაო. ნათელი გახდა გიორგი პაპუაშვილის განცხადების არსი და მიზანი.
როგორც ჩანს, მან იცის იმ რეზონანსული საქმეების მიმართ, რომლის ინტერესი აქვს მის უშუალო უფროს მიხეილ სააკაშვილს რა პოზიცია აქვთ მოსამართლეებს და შეგნებულად ცდილობს არაჯანსაღი სიტუაცია შექმნას გადაწყვეტილების გამოტანამდე, რათა შემდეგომ საზოგადოებას ის განცდა დაუტოვოს რომ იმიტომ გამოვიდა კონკრეტულ საქმეზე ესა თუ ის გადაწყვეტილება რომ მოსამართლეებმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლეს.
პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებზე მინიშნებაც, გარკვეულ შანტაჟს წააგავს. ყველამ კარგად იცის რომ ნაცმოძრაობის ზონდერებს პირადი ცხოვრების კადრების დუბლიკატები წაღებული აქვთ საქართველოდან და თუკი სააკაშვილმა და მისმა ხელქვეითმა პაპუაშვილმა დაინახეს, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ. გამორიცხული არაა, რომელიმე მოსამართლის შესახებ გაავრცელონ კიდეც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რაც შემდგომში მათ მიერ ხელისუფლებას დაბრალდება“, განაცხადა მჟავანაძემ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















