პეტრიაშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა
საქართველო, თბილისი - 13:35 | 26.07.2016 ნანახია: 1904
„კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევასთან მიმართებაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა, ალბათ, კონკრეტული ადამიანები დაიკითხნენ და ამის იქით საქმე არ წასულა. რეალურად როდესაც ქვეყანაში ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა, ორი ადამიანის კომუნიკაციის ხელში ჩაგდება მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მინახავს“,- განაცხადა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.
ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია.
ალექსი პეტრიაშვილის ამბობს, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, თინა ხიდაშელის განცხადებაშიც მაღალი ინტერესი არსებობს და საჭიროა დროული პასუხები იყოს გაცემული პროკურატურის მხრიდან, რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა ეფექტის მომტანია გამოძიებისთვის, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იმთავითვე არსებობდა, რადგან პირველად დააკავეს სრულიად გაუგებარი ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან, ალბათ, შეხებაც არ ჰქონდა, შემდეგ სხვა ჯგუფი დააკავეს და ახლა ვიგებთ, რომ უკვე საპროცესო შეთანხმებით ხდება ადამიანების გათავისუფლება.
„საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება მაშინ, როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ინფორმაციას და იმხელა სარგებელი მოაქვს გამოძიებისთვის, რომ უფრო დიდი დანაშაულის, ან მისი ჩამდენის გამოვლინება ხდება. ზოგადად, გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე, ვიდეოს ატვირთვაზე, თვალთვალზე, უკანონო მოსმენებზე, ბუნდოვანებით არის მოცული“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















