პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი
საქართველო, თბილისი - 16:04 | 26.07.2016 ნანახია: 1600
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია.
„გუშინ პრეზიდენტი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც პრეზიდენტს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოახსენა. ამასათანავე, გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ იყო ზეწოლის პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტს ადგილი წარსულშიც ჰქონდა.
რაც ყველას კარგად გახსოვთ და რომლის შესახებაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავის დროზე ღია ეთერშიც და ისეც, მან კონკრეტული თანამდებობის პირებიც დაასახელა. არც ძველ და არც ახალ, არცერთ ამ საქმეზე პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია.
პრეზიდენტის აზრით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, როდესაც შესაბამისი ინსტიტუტები ადეკვატურ რეაგირებას არ და ვერ ახერხებენ, როდესაც არ არის არცერთი საქმე გამოძიებული, როდესაც ვისმენთ, რომ თურმე საპროცესო გარიგეგებები ფორმდება პირებთან, ვინც წლების განმავლობაში ფარული მიყურადებითა და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით იყვნენ დაკავებული, ეს ყველაფერი აჩენს უნდობლობას სამართალდამცავი სტურქტურების მიმართ, აცხადებს ეკა მიშველაძე.
ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. დიახ, ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა სწორედ დისკრედიტაცია.
„ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ამ დრომდე კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება.
მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცეპრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ. რაზეც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან მის გვერდით ყველგან.
პრეზიდენტი მიიჩნევს და ამის თაობაზე ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება.
პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცეპრემიერი ღია ეთერებში აკეთებს.
სწორედ, ასეთი ტენდენციების გაღრმავების გამო გახდა საჭირო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.
პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე, ჯერ კიდევ 10 დღის წინ, იმიტომ კი არ ჩააყენა პრემიერი და შსს მინისტრი საქმის კურსში, რომ დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეში, არამედ, იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში, მისი გვერდის ავლით, გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებზე არაეთიკურ რეაგირებას და ბრალდებებს: პოლიტიკური ბრალდებები და გიორგი მარგველაშვილის დადანაშაულება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსის თაობაზე, პირველი შემთხვევა არ არის.
ეს ჩვენ დიდი ხანია აღარ გვიკვირს. პრეზიდენტის პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდამ ისმის ბრალდებები იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებაშია.
თქვენ, ყველას ძალიან კარგად გახსოვთ რა ხდებოდა თუნდაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების დროს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს.
გიგი წერეთლის მხარდაჭერისთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობაზე, მას ბრალი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დასდეს. საქმე უფრო შორს წავიდა მაშინ, როდესაც თურმე პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, აჭარაში მთავრობა უკანონოდ გადააყენა.
ახლა კი, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაცვა, კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად მოინათლა. ყველაფერი კი ბევრად მარტივია- პრეზიდენტი არის ინსტიტუციების დამცველი.
პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება.
პრეზიდენტი ადეკვატურად მიიჩნევს ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი“, განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















