ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 16:14 | 27.07.2016 ნანახია: 1465"ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც სულ პოზიტივზეა აგებული. რომლისთვისაც ამ რაიონის არცერთი პრობლემა უცხო არ არის. სწორედ ამიტომ, ბატონი თემური უნდა წარმოადგენდეს თქვენს რაიონს,"- ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
“ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი მოქალაქის გაჭირვება, ტკივილი. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რა ხდება ქვეყანაში.“ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც სიძულვილზე არ არის დაფუძნებული. ჩვენი პარტია არის სიყვარულზე, გაერთიანების იდეაზე ორიენტირებული. გავიარეთ ეს დაპირისპირების პროცესი, აღარ არის დღეს ამის დრო. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ, უნდა გავერთიანდეთ, დავამთავროთ ერთმანეთის ზიზღი, შუღლი, დაპირისპირება, შეურაცხყოფის მიყენება. ერთად უნდა დავდგეთ ყველა და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ,“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წლიდან დღემდე მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„2011 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადადგა მოქალაქეობრივი ნაბიჯი და ყველა ჩვენთაგანთან ერთად, მოახდინა გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო პროცესი გვაქვს, ადამიანები არიან მეტად თავისუფალნი. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყო სასიცოცხლოდ მნიშველოვანი, ყოფნა არ ყოფნის საკითხები ფაქტობრივად- ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება. ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობს, ვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ,რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტი ცვლილებები, იგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. გვყავს კვალიფიციური, გამოცდილი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებისგან,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ლანჩხუთელებს სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც 2011 წლიდან - დღემდე „ქართული ოცნება“ მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ მართლაც ღირსეულად. რა თქმა უნდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ეს სირთულეები, ბარიერები გადავლახეთ.ჩვენ ვართ ხალხის მთავრობა, ხალხის ხელისუფლება და ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის მოგვარება ერთი ხელისმოსმით შეუძლებელია, თუმცა, მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა რომელიც შეძლებს ყველა ამ პრობლემების მოგვარებას. მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია“,-განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















