თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 14:44 | 04.08.2016 ნანახია: 1805
თბილისში ცნობილი ქართველი ოტორინოლარინგოლოგის სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ექიმის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, სიმონ ხეჩინაშვილის ოჯახის წევრები და ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სიმონ ხეჩინაშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, სიმონ ხეჩინაშვილის ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში ფასდაუდებელია. „იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ მედიცინას და ამ სფეროში დაგვიტოვა უმდიდრესი გამოკვლევები, საფუძველი ჩაუყარა არაერთ მიმართულებას. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ ღირსეული ადამიანის და მეცნიერის სახელის უკვდავყოფას ემსახურება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ასეთი ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ, ვიცოდეთ, რა ღვაწლი აქვთ მათ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის წინაშე და დავაფასოთ, როგორც შეგვიძლია“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სიმონ ხეჩინაშვილმა სრულიად ახალგაზრდამ, 1942 წლიდან დაიწყო სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა ოტორინოლარინგოლოგიისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სფეროში. მის სახელს უკავშირდება სასმენი აპარატების დანერგვა საქართველოში. 1979-1988 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 მონოგრაფია. სიმონ ხეჩინაშვილი 2010 წელს გარდაიცვალა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















