გიორგი კვირიკაშვილმა თელავში მოსახლეობას კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 10:12 | 06.08.2016 ნანახია: 1669
კახეთის სიძლიერე მთელი საქართველოს სიძლიერეა და როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, მაშინ მთელი საქართველო წელში გამართულია,- ამ სიტყვებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თელავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილია, სიღნაღი- დედოფლისწყაროში ირაკლი შიოლაშვილი, ახმეტაში გელა სამხარაული, ლაგოდეხში გურამ მაჭარაშვილი, გურჯაანში დავით სონღულაშვილი, ხოლო საგარეჯოში რომან მუჩიაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა თელავში სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად ყველა პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. თუმცა დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს: ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ - არ მეგულება არცერთი ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არა გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო მკურნალობისთვის საჭირო ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა სტიქიით გამოწვეული ზარალი; აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისათვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კახეთის მოსახლეობას ყურძნის სუფსიდირებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ 2016 წლისათვის ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს.
„ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, ჩვენი სამშობლოს სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები. ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს და ქართული ღვინო არა მხოლოდ თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, არამედ საქართველო ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს ცნობილ ქვეყნებს.
„ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც. და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ხელისუფლების ამოცანაა, კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს ეკონომიკა, ვინაიდან ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი და საფუძველი იმისათვის, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყოს მიღწეული.
„თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობას ადამიანებზე. 2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
„კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარულით, დიდი სიამაყით მოგმართოთ. მეც ამ მხარის შვილი ვარ. მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. უდიდესი პატივი მხვდა წილად- ვარ საქართველოს პრემიერ -მინისტრი. მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. უკვე მთავრობიდან მთელი საქართველოს, მაგრამ თქვენი ინტერესების გამომხატველი. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს.დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და ვუზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე კახეთის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოთხი წლის წინ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა დაიყო. „ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ხალხმა ირწმუნა, რომ თავისუფალი გახდა! ხალხმა დაინახა, რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც, დასვენებასაც, ქებასაც და კრიტიკასაც! ღვინის სახლები და საოჯახო სასტუმროები, კახური სუფრის პოპულარიზაცია, ტურისტული ზონები- მარტო ახტალა რა საერთაშორისო მნიშვნელობის განძი გაქვთ! ეს ყველაფერი თქვენია, ეს ყველაფერი თქვენი პროგრესის საფუძველია, ეს იძლევა ალაზნის ველივით უკიდეგანო შეაძლებლობებს დოვლათის კეთიდღეობის შესაქმნელად, თითოეული კახური ოჯახისთვის და საქართველოსთვის მთლიანობაში!“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















