დღეს სამწუხარუდ, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან შეზღუდული
საქართველო, თბილისი - 17:46 | 06.08.2016 ნანახია: 1698
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანი არჩილ მორჩილაძე ევროპაში აპრობირებულ მოდელს „საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის განსაზღვრას“ უჭერს მხარს. რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა და როგორ შეიძლება იგი განისაზღროს გადასახადში?
კითხვებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანს არჩილ მორჩილაძე პასუხობს.
„პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აქ არავითარ შემთხვევში არ იგულისხმება გადასახადის ზრდა ! უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული გადასახადებში გარკვეული წილი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის.
მაგალითისთვის დავუშვათ, რომ ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა - ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ის ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. დღეს სამწუხარუდ, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან დიდი დათქმებით და მოლოდინის პერიოდებით, თანაც საკმაოდ შეზღუდული დაფარვებით. შესაბამისად, ამ ცვლილებით სტიმული მიეცემა ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის განვითარებას.
სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე“, აცხადებს არჩილ მორჩილაძე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















