თამარ ამაშუკელი - მერია ვერ ხვდება , რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი წყარო თავად არის
საქართველო, თბილისი - 13:00 | 09.08.2016 ნანახია: 1696
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თამარ ამაშუკელმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც მერის არაკომპეტენტურობასა და ქაოტურ მუშაობაზე, მის კულტურის სამინისტროსთან დისკომუნიკაციზე ისაუბრა: ,,თბილისის მერია არის არაკომპეტენტური, არ არსებობს მისი კომუნიკაციაკულტურის სამინისტროსთან და პრობლემები რჩება მოუგვარებელი, ვკარგავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ინგრევა ქალაქი და ხალხი თბილისშიკვლავ უპასუხოდ რჩება".
''მთაწმინდის მოსახლეობამ ,,თავისუფალ დემოკრატებს" მოგვმართა თხოვნით გაგვერკვია რას აპირებს თბილისს მერია კონკრეტულ 4 ობიექტთანდაკავშირებით, მხედველობაშია ჩიკოვსკის №10 , №12, თაბუკაშვილის № 42 , ზუბალაშვილის №42.
,,საპარლამენტო ფრაქციამ ,,თავისუფალი დემოკრატები" მერიას მიმართა წერილით, რომლის მიხედვითაც ვითხოვდით პასუხს კონკრეტულ ოთხ ობიექტთანდაკავშირებით არის თუ არა დაგეგმილი რაიმე აღდგენითი სამუშაოები. პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენს მიერ დასახელებული ოთხი ავარიული სახლი აღდგენასარ ექვემდებარება და აქედან გამომდინარე არანაირი სახის სამუშაოები დაგეგმილი არ არის'', - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
მერიის განცხადების შემდეგ თამარ ამაშუკელმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნა სტატუსი : თბილისი კარგავს კიდევ ოთხ კულტურული მემკვიდრეობისძეგლს. სტატუსს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოს იურისტი თეა ონიანი გამოეხმაურა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ცრუ განგაშია. გთავაზობთკომენტარს უცვლელად: ,, მეგობრებო, ცრუ განგაშია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა აღნიშნულიობიექტების მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტებისა და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, უდავოა, რომ შენობებიავარიულია და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, ვინაიდან ობიექტის არსებული მდგომარეობა იძლევა მისი აღდგენის და/ანგამაგრების შესაძლებლობას და ამავდროულად, ობიექტს არ დაუკარგავს ის მახასიათებლები, რისთვისაც მას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისსტატუსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სატრატეგიულ საკითხთასექციის მიერ, ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი არ მოეხსნა. ამავდროულად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოსკანონის 26-ე მუხლის თანახმად, „უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის)ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნისადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.
ძეგლის უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნულმა სააგენტომ მიმართა თხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა მიიღონშესაბამისი ზომები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაუდებელი გამაგრებითი და ან სარეკონტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით".
აღნიშნული თემით დაინტერესებული მედია შეეცადა გაერკვია დეტალები და მიმართა მთაწმინდის გამგეობას. გამგეობაში არსებობს ერთადერთი პასუხი, რომლისმიხედვითაც პასუხისმგებლობას ვერც მთაწმინდის გამგეობა იღებს საკუთარ თავზე. უცვლელად გთავაზობთ პასუხს მთაწმინდის გამგეობიდან: "თუ მოსახლეობამოისურვებს, გამგეობა მათ ინვესტორის მოძიებაში დაეხმარება. მაგრამ შემდეგ ინვესტორმა მოსახლეობასთან ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ძეგლის სტატუსიმოუხსნას შენობას, რაც ძალიან იშვიათად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლი ავარიულობის მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება და ადამიანებისსიცოცხლისთვის საშიშია, ამ შემთხვევაში ძეგლის სტატუსს უხსნიან. ეს მისამართი კი მეოთხე კატეგორიას არ ექვემდაბრება", -აცხადებენ გამგეობაში
მათივე განმარტებით, ზუბალაშვილების №44 -ში მდებარე სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და გამგეობა იქ სარემონტო სამუშაოებს ვერჩაატარებს.
''ყოველივე ზემოთქმულიდან ირკვევა, რომ ერთის მხრივ თბილისის მერია კვლავ იწონებს თავს საკუთარი არაკომპეტენტურობით, მეორე მხრივ არ არსებობს მისიკომუნიკაცია კულტურის სამინისტროსთან, მგონი საერთოდ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. საბოლოოდ მერია ვერ ხვდება , რომ პრობლემის მოგვარებისერთადერთი წყარო თავად არის და შედეგად ვკარგავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ინგრევა ქალაქი და ხალხი თბილისში კვლავ რჩევა უპასუხოდ'', -განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















