თბილისში ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება
საქართველო, თბილისი - 13:28 | 11.08.2016 ნანახია: 2393
დღეს, 19:00 საათზე თბილისში, ქავთარაძის ქ.N 23-ში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” შენობაში, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი 9,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და მისი კლინიკური და ფუნქციური დაგეგმარება „JCI“-ის (საერთაშორისო ერთობლივი კომისია) რეკომენდაციებით განხორციელდა, რომელიც სამედიცინო სტანდარტის დამდგენი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა.
დიაგნოსტიკური ცენტრი უახლესი თაობის ციფრული სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. მძლავრადაა განვითარებული რადიოლოგიური და ენდოსკოპიური განყოფილებები.
დიაგნოსტიკური ცენტრი კლინიკური მიმართულებების ყველა დარგს დაფარავს, როგორც ბავშვებისათვის ისე მოზრდილებისთვის. ცენტრში ასევე იფუნქციონირებს დღის სტაციონარიც.
ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ განახორციელა და მასში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბულატორიული დაწესებულებაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე 30 000 ბენეფიციარს მოემსახურება. რთული სამედიცინო შემთხვევებისას ცენტრში შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის კვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდების განხილვა ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებთან კონსულტაციით.
2017 წლის ზაფხულში, ამავე შენობაში ფუნქციონირებას უკვე ცენტრის ჰოსპიტალური ნაწილიც დაიწყებს, რომელიც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურითა და კომპიუტერული საოპერაციო ბლოკებით იქნება აღჭურვილი. ქავთარაძის ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვისთვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2017 წლის ბოლომდე 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს და სამედიცინო დაწესებულების მთლიანი ფართი 35 000 კვ/მ განისაზღვრება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















