ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, "თუშეთობას" მასპინძლობს
საქართველო, თბილისი - 14:13 | 11.08.2016 ნანახია: 1666
კესელოს ციხე-კოშკებთან დღეს ვიზიტორთა სიმრავლეა- ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, "თუშეთობას" მასპინძლობს. სახალხო ზეიმს საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს "თუშეთობა" მიულოცა.
"მივესალმები საქართველოსთვის ამ,მართლაცდა, ყველაზე ლამაზ მხარეს. მე ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მართლაც, ეს არის საქართველოს ანდამატი, ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მიხარია, რომ თუშეთობას ერთად ვდღესასწაულობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ყველა აქ მაცხოვრებელს, იმისათვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ. ძალიან მიხარია, რომ ამ დღესასწაულში ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო თუშ მეცხვარეებს. მივულოცო იმიტომ, რომ მათი მეშვეობით მოხდა მოსახლეობის დამაგრება აქ. ეს არის გმირული საქმე და თითოეული თქვენთაგანი, თითოეული თუში აქ მაცხოვრებელი, არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე და თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ აი ეს კულტურა, ეს ულამაზესი კულტურა, რომელიც დღეს აი აქ ჩვენ გვაქვს და რომლითაც ყველა ჩვენთაგანი სამართლიანად ვამაყობთ,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუშეთის განვითარებას, რომელსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი თუშეთის გზის პროექტირებაზე.
" ეს გზა აუცილებლად აშენდება და იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, აი ამ კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ექნება ასევე უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. და რა თქმა უნდა, მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღესასწაულზე მყოფი მთავრობის მეთაური თუშ მეცხვარეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მეცხვარეებს და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას. "თქვენ არა მარტო შრომობთ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, ჩვენს საზღვარს,"- განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა.
"თუშეთობა 2016"-ის ფარგლებში, პრემიერ–მინისტრმა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი და თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, დააგემოვნა თუშური კერძები, დაესწრო საზეიმო კონცერტს, მშვილდოსნობას და სხვა ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს.
„თუშეთობის“ დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას - მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნიდან მოყოლებული, აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















