დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს
საქართველო, თბილისი - 18:21 | 11.08.2016 ნანახია: 1672
დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ენმ-ის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოფისს ღამით საღებავები და ქვები ესროლეს.
„საღებავის და ქვების გამოყენებით ღამით, დედოფლისწყაროში თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს. როგორც ჩანს, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს.
კორცხელი; პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შანტაჟი; დეპუტატობის კანდიდატის ოფისის დარბევა ამის ნათელი დასტურია. ასეთი თავდასხმები, მხოლოდ გვაძლიერებს და ბრძოლის ჟინს გვმატებს. დღევანდელი ფაქტი სამწუხაროა იმით, რომ პარტიის ოფისი განთავსებულია ჩვენი თანამებრძოლის ნატო ქადაგიძის სახლში, რომელსაც ყავს მცირეწლოვანი შვილები. ეს შემთხვევა და მანამდე, ოფისის ტყვიებით დაცხრილვა მძიმე ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს ბავშვებზე. ასეთია, გასაოცარი დემოკრატიის და თავისუფლად სუნთქვის შედეგები“.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს მოსახლეობაზე შანტაჟსა და ძალადობას პირადად ღარიბაშვილის მამა და ვინმე „კაკაშა“ ახორციელებს.
„ამ რაიონის სამწუხარო ყოველდღიურობაა ხალხის დაშინება; ქუჩაში ადამიანებისთვის საქმის გარჩევები პოლიტიკური შეხედულებების გამო; მუქარა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ. ამ მუქარებს პირადად ღარიბაშვილის მამა და მათი მოურავი (ასე ეძახიან ადგილობრივები), ვინმე კაკაშა ახორციელებენ. შესაბამისად, ძალადობის მთავარი ორგანიზატორებიც ესენი არიან აწ უკვე კვირიკაშვილის დაკვეთით.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ დღევანდელ ფაქტამდე-რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ღამით სახლის წინ დაუწვეს მანქანა; ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს პარტიის ოფისი; პარტიის ადგილობრივი ლიდერების ზურა ყოჩიაშვილის და მამუკა ბაღაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები და ა.შ.
ვეღარ ჩამოვთვლი რამდენი ფაქტია რიგითი აქტივისტების სამართალდამცავებთან დაბარების, "გასაუბრების", სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების, საჯაროდ ქუჩაში დევნის, მაგრამ გპირდებით, ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ 8 ოქტომბერს“.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















