ლევან იზორია: თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი
საქართველო, თბილისი - 16:40 | 12.08.2016 ნანახია: 2230დიდგორის ბრძოლა სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ გამორჩეულ ფურცლად საქართველოს ისტორიაში. ბრძოლის წლისთავზე დიდგორის ველზე ტრადიციულად ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული. გამონაკლისი არც 895-ე წლისთავი აღმოჩნდა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამომსვლელთა შორის იყო თავდაცვის მინისტრიც.
„ძვირფასო საზოგადოებავ, გულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს. დიდგორობა არის ჩვენი ერის უძლეველობის დღე. ის არის სიმბოლო თავდადების, სიმამაცის, თავგანწირვის, რომელმაც ჩვენ, ქართველები დღემდე მოგვიყვანა. დიდგორობა და დიდგორი არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ის არის ცოცხალი მეხსიერება, ის არის ქართული სულის ენერგია, ის არის ჩვენი მუდმივი მისწრაფება გამარჯვებისკენ. დიდგორში მებრძოლი ქართველები დღესაც იბრძვიან ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვზიდოთ. დღეს ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია იმასთან, რომ დავიცვათ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეულად. უსაფრთხოება, თავისუფლება, სამართლიანობა ამ ბრძოლის დევიზი რომლის განხორციელებითაც თითოეული მოქალაქოს ღირსეული პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს ახალი გამარჯვებები გრძელდება, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება თქვენთან ერთად, ჩვენს პრემიერთან ერთად. ჯერი ახლა ჩვენზეა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გამარჯვებებს თქვენთან ერთად მივაღწევთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
სიტყვის დასასრულს შედგა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილოდების ცერემონიალი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე, დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ჯილდოები მათ ლევან იზორიამ პირადად გადასცა.
გაიმართა ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი, ჩატარდა ასევე შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















