ქვეყანაში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 11:59 | 13.08.2016 ნანახია: 1679
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, აღნიშნული ღონისძიება საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ტარდება. ცხოველების ვაქცინაცია პირველ ეტაპზე კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში მიმდინარეობს. ღონისძიებები ბრუცელოზის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების კვლევის (სერომონიტორინგი) შედეგებზე დაყრდნობით, მაღლი რისკის ზონებში დაიგეგმა. ცხოველთა ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. შემდეგ კი, პროგრამის მიხედვით, მასობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 წლის მანძილზე გაგრძელდება. ღონისძიების დაგეგვმას წინ უძღოდა 2014 - 2016 წლებში ცხოველთა სერომონიტორინგი. აღნიშნულ პერიოდში 254,387 სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშია შესწავლილი.“ბრუცელოზთან ბრძოლის მიზნით, გაეროსა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო მასობრივი კველევები და ვაქცინაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად ხორციელდება. ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების შემცირებას როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, უზრუნველყოფს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას. ვაქცინირებული პირუტყვის მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც გადაეცემა. ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მესაქონლეობას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ბრუცელოზით ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველისგან მიღებული აუდუღარი, ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტებით, ცხოველის მოვლისას უსაფრთხოების ზომების დაუცველობით. ცხოველებში დაავადება, ძირითადად, მიმდინარეობს უსიმპტომოდ, იშვიათად აღინიშნება: აბორტი, მომყოლის შეჩერება, გართულებული მშობიარობა. ადამიანებში დაავადება მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით: ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონაში კლება, დეპრესია, უძილობა, სახსრების კუნთების და თავის ტკივილი. ბრუცელოზი ასევე იწვევს უშვილობას. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















