აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 24 წელი შესრულდა
საქართველო, თბილისი - 11:37 | 14.08.2016 ნანახია: 3123
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 24 წელი გავიდა. 24 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. „აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, თუმცა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
საომარ მოქმედებებში ავიაცია, არტილერია და ტანკები ჩაერთო. აფხაზური მხარის გაღიზიანება, რკინიგზის დაცვის მიზნით, რეგიონში საქართველოს მილიციის შეყვანამ განაპირობა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი შეხვდნენ ერთმანეთს. ხელი მოეწერა დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის, აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და დევნილების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პირობები არ შესრულებულა და აფხაზეთში საომარი შეტაკებები ისევ გაგრძელდა.
1993 წლის დასაწყისისათვის ე.წ. აფხაზურმა ძალებმა ე.წ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტითა და საქართველოს მიერ ჯარის გაყვანის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებით ისარგებლეს, და მოულოდნელი შეტევით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი გაგრა აიღეს.
იმავე წელს, კვლავ ომის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვიეს და 16 სექტემბერს მათ მიერვე დაწყებულ შეტევას 27 სექტემბრისთვის უკვე აფხაზეთზე მათი სრული კონტროლის დამყარება მოყვა.
1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმს მთლიანად აფხაზური მხარე აკონტროლებდა.
ქართული სამხედრო ძალები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთი დაეტოვებინათ.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია.
აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე სტატისტიკური მონაცემებით სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდოველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი _ 3 150 ეროვნებით ქართველია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















