ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 13:27 | 15.08.2016 ნანახია: 1637ბულვარსა და სანაპირო ზოლის გასწვრივ სანდასუფთავების და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. გატანილია დამტვრეული ხეები. ამ დრომდე მიმდინარეობს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმისა და ზღვაში წარმოქმნილი შტორმის შედეგად ზიანი როგორც ქალაქის ტერიტორიას, ასევე სანაპირო ზოლსაც მიადგა.
შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში დაახლოებით 300-დან 500 მ. მანძილზე პრომინადი დააზიანა. ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი, წაღებულია რამდენიმე სკამი, წაიქცა გარე განათების რამდენიმე ბოძი, რომლებიც დილით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნაპირზე ამოიტანეს. ბოძები უახლოეს დღეებში დაუბრუნდება თავის ადგილს. გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ „ჭაობის“ დასახლების რამდენიმე ქუჩაზე სააცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებული იყო და მიმდინარეობდა ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები. ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა წვიმის გადაღებისთანავე მოხდა.
დილიდან ყველა კოლექტორი ჩვეულ რიტმში მუშაობს და გაწმენდილია ზღვაში ჩამავალი არხებიც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და დენი. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სანაპირო ზოლის გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ოქტომბრის თვის ბოლოსთვის დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროექტისთვის 12 მლ. ევრომდე დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი.“
ბათუმის სანაპიროებზე შენარჩუნებულია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შ.პ.ს. „ბათუმის წყალსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი. უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















