ევროპის საინვესტიციო ბანკი ქუთაისში 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველო, თბილისი - 17:56 | 15.10.2015 ნანახია: 2108
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი. მან მონაწილეობა მიიღო ფორუმის მისასალმებელ პანელში, სადაც სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობასა და რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროგრამებზე ისაუბრა. როგორც ლასლო ბარანიაიმ აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ინვესტიციების გასაგრძელებლად, კერძოდ, 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქუთაისში ნარჩენი წყლების გადამუშავებისთვის გაიცემა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, წარმოვადგინო ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ ფორუმზე. აბრეშუმის გზა 2000 წელზე მეტია, ცნობილია სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის აგრეთვე არის გზა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს აკავშირებს და აქ, 21-ე საუკუნეში უკვე უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა თანამედროვე მიდგომები და გავითვალისწინოთ თანამედროვე საჭიროებები. დასაწყისში თავისთავად, აქლემები გამოიყენებოდა ტვირთების გადასატანად - მაშინ არ იყო არც მანქანები, არც თვითმფრინავები, არც მატარებლები. ახლა ვიცით, რომ სამყარო უფრო გლობალური გახდა, ყველაფერი გაცილებით უფრო მაღალი ტემპებით მოქმედებს, ცხოვრების ტემპიც გაიზარდა. ჩვენ ვართ გრძელვადიანი დაფინანსების ინსტიტუტი და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ სხვადასხვა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ვმონაწილეობთ საინვესტიციო პროგრამებში. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ეკონომიკა, გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები და შეიქმნას სამუშაო ადგილები.
ჩვენ არ ვსაუბრობთ მცირე თანხებზე - ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდი ევრო გაიცემა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო საწარმოები განვითარდეს, ეს თანხები ასევე კვლევებისთვისაც გაიცემა. აქ, საქართველოში ჩვენ გვაქვს 500 მილიონ ევროიანი ნიშნული, ეს თანხა 5 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს. ჩვენ სომხეთშიც გვაქვს რამდენიმემილიონიანი პროექტი, რომელიც გაზსადენს შეეხება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე და ვფიქრობ, ესეც ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის აღდგენას და მის ეფექტურად ფუნქციონირებას.
ჩვენ ხელს ვუწყობთ კერძო სექტორის განვითარებას, ისევე როგორც სახელმწიფო ორგანოების. ერთი თვის წინ პირადად მე მოვაწერე ხელი აზერბაიჯანისთვის 50 მლნ დოლარის ოდენობის სესხის გაცემას, ჩვენ ვიწყებთ საქმიანობას ყირგიზეთსა და ტაჯიკეთშიც.
ქალბატონებო და ბატონებო, სულ რამდენიმე სიტყვით მინდა მოგახსენოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების თემაზე. საქართველომ გასულ წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა და თავისთავად, ემსახურება ევროპული ამბიციების შესრულებას და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ევროკავშირისა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას.
ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით. ამ კვირაში ორი ხელმოწერა შედგა - 50 მილიონი ევრო მივეცით „პროკრედიტბანს“ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, 100 მილიონ ევროიანი ინვესტიცია კი ქუთაისში ნარჩენი წყლების გადამუშავებისთვის გაიცემა. სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება სიტყვის დასაწყისში სუფთა წყლით სავსე ჭიქაზე - ეს ნამდვილად ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, სოფლის მეურნეობისთვის, ამ მხრივ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
ერთი მაგალითიც მინდა მოვიყვანო - 10 ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა. მათ ასოცირების შეთანხმებას ხელი 90-იანი წლების დასაწყისში მოაწერეს, მაგრამ ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივები მხოლოდ 1997 წლის შემდეგ გაეხსნათ. ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 57%-ით გაიზარდა, თითო სულ მოსახლეზე ინვესტიციების რაოდენობა 51%-ით, ექსპორტი კი დაახლოებით 65%-ით. ევროკავშირის ბაზრის გახსნასთან ერთად საქართველოსთვისაც ჩნდება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.
ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ინვესტიციები მთლიანად კავკასიის რეგიონში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ისევე, როგორც შუა აზიასა და ჩინეთში. ჩვენი სურვილი არის ძალინ მტკიცე, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ეს ქვეყანა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს ჩვენ შემდგომ განვითარებას და ზრდას ვუსურვებთ“, აღნიშნა ლასლო ბარანიაიმ.
პოლიტიკა
- არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია - გია ვოლსკი
- დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ ქრთამს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან? - კახა კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე
- ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით, ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას - პეტრე ცისკარიშვილი
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა ხინაშვილს გენერალური დირექტორის პოსტზე
- World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება