20 აგვისტოს, სამტრედიაში, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ გამაფრთხილებელ აქციას გამართავს
საქართველო, თბილისი - 14:32 | 19.08.2016 ნანახია: 1849
20 აგვისტოს, 12 საათზე, ქალაქ სამტრედიაში (რუსთაველის ქ. 20), ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. აქციაში მონაწილეობას საქართველოს დასავლეთ რეგიონში დასაქმებული რკინიგზელები მიიღებენ.
სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს და ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს“ შორის კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიწყო. მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია (მედიატორი) ჩართული.
შრომის კოდექსით გათვალისწინებული, შემათანხმებელი პროცედურებისთვის საჭირო 21 დღიანი ვადა უკვე ამოიწურა და 13 000 რკინიგზელს კანონიერი გაფიცვის უფლება აქვს მოპოვებული.
ქვეყნისა და კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის, წინასაარჩევნო პერიოდისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ ამ დრომდე თავს იკავებს კანონის ძალით მოპოვებული გაფიცვის უფლების გამოყენებისგან და მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს, ქვეყნის მთავრობას და საპარტნიორო ფონდს, ეფექტურად ჩაერთონ 13 000 რკინიგზელის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხერბის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის პროცედურებში!
"რკინიგზელები ადმინისტრაციას 2014 წლის გაფიცვის შემდგომი შეთანხმებით აღებული ვალდებულებებების შეუსრულებაში ადანაშაულებენ, გარდა ამისა აღნიშნული გაფიცვის შემდეგ, რკინიგზის მაღალჩინოსნების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდება პროფკავშირული კუთვნილებისა და სხვა გარემოებების გამო რკინიგზელების დევნა, დაშინება, ზეწოლა,არაპროფესიონალი კადრების შემოდინება და პროფეიონალი რკინიგზელების სამსახურებიდან დათხოვნა,ახლობელ მეგობრების,არაკომპეტენტური ადამიანების სამსახურებში მოწყობა, მოქმედებს სუბიექტური,დისკრიმინაციულ საპრემიო სისტემა,ადგილი აქვს დასაქმებულების კონსტიტუციური უფლებების დარღვევას და ორგანიზაციაში არაჯანსაღი ,მანკიერი მმართველობის სისტემის დანერგვასა და სხვა უამრავ კანონდარღვევას
გამომდინარე აქედან რკიონიგზელთა ახალი პროფკავშირი გამაფრთხილებელ აქციებს იქწყებს მთელი ქვეყნის მაშტაბით. პირველი აქცია 11 აგვისტოს ბათუმში, ადგილობრივმა დასაქმებულებმა გამართეს. შაბათს 20 აგვისტოს, 12 საათზე, ქალაქ სამტრედიაში დასავლეთ რეგიონში დასაქმებული რკინიგზელები გამართავენ საპროტესტო აქციას", აღნიშნულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















