პრემიერმა წალკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:52 | 21.08.2016 ნანახია: 1730
გპირდებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან სწრაფი განვითარების გეგმით, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ჩაყრილი იქნება საფუძველი გრძელვადიანი, განვითარებული, გაფერადებული და აგუგუნებული ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს, ადგილობრივი წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და გონივრული საგარეო პოლიტიკით მიიღწევა. „ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს, რომლისთვისაც უცხო არ არის არც გაჭირვება, გამოგვივლია ყველანაირი საფეხური ცხოვრებაში. ჩვენსა და თქვენს შორის აღარ არსებობს ნაპრალი, დღეს ჩვენს მოსახლეობას სადამსჯელო სტრუქტურების აღარ ეშინია“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უდიდესი გარდატეხა მოხდა. მისივე თქმით, დღეს საარჩევნო პროცესი თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, ის გაცილებით დემოკრატიული და მშვიდობიანია, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია. „დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს აღარ ეშინია მთავრობის და სხვადასხვა სტრუქტურების, გვაქვს თავისუფალი მედია, სადაც თავისუფალი აზრი ისმის. ის, რომ შეიძლება ხშირად ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იქიდან იგებთ, სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დემოკრატიის მახასიათებელი და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. მთავრობის მეთაურმა ყურადღება „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონსაც დაუთმო. „ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც მთის კანონი მიიღო და რომლითაც დიდი ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებში პედაგოგებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ოპონენტები ხშირად არიან ადამიანები, რომლებმაც მთის კანონს მხარი არ დაუჭირეს და ძალიან გთხოვთ, როდესაც განსაზღვრავთ, ვის უნდა ენდოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გაითვალისწინოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა წალკის მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფრით კმაყოფილი არ არის, თუმცა არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი. მთავრობის მეთაური, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს.
„წალკა, როგორც დმანისი, მრავალეთნიკურია. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველები ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ბერძნები,აზერბაიჯანელები, რუსები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ვიცით და ამ დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებთ, ვუფრთხილდებით. წარსულში საქართველო დიდი პრობლემების მომსწრეა. ვნახეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა, ეკონომიკის ჩამოშლა, იყო ბევრი წარმატებაც. რატომ ხდებოდა ეს რყევები ჩვენს ქვეყანაში წარსულში? ჩვენს მიერ არჩეული მთავრობები, სამწუხაროდ ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ, შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი „ქართული ოცნების“ სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მე გამაჩნია წლების განმავლობაში ბიზნესსა და პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა. მინდა, რომ ეს გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წალკას და დმანისს, მოვახმარო ამ ახალ კვალიფიციურ გუნდთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს. ჩვენ გვაქვს ოთხ პუნქტიანი კონკრეტული გეგმა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მოდით, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთობლივად შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი საქართველო. ძვირფასო წალკელებო, თქვენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















